კატალინ ნოვაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კატალინ ნოვაკი
კატალინ ნოვაკი
უნგრეთის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა10 მაისი, 2022
პრემიერ-მინისტრი  ვიქტორ ორბანი
წინამორბედიიანოშ ადერი

ქალთა საკითხების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი, 2020 – 31 დეკემბერი, 2021
პრემიერ-მინისტრივიქტორ ორბანი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული6 სექტემბერი, 1977 (1977-09-06) (44 წლის)
სეგედი, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა
პოლიტიკური პარტიაფიდესი
მეუღლეიშტვან ატილა ვერეში
შვილები3
განათლებასეგედის უნივერსიტეტი, კორვინის უნივერსიტეტი

კატალინ ევა ვერეში-ნოვაკი[1] (დ. 6 სექტემბერი, 1977, სეგედი, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა) — უნგრელი პოლიტიკოსი. უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრი. პოლიტიკური პარტია „ფიდესის“ ვიცე-პრეზიდენტი. უნგრეთის პრეზიდენტი 2022 წლის 10 მაისიდან.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა უნგრეთის ქალაქ სეგედში. კატალინამ საშუალო განათლება ენდრე საგვარის სკოლაში, სეგედში მიიღო. სკოლა 1996 წელს დაამთავრა, ამის შემდეგ კორვინუს უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკას, შემდეგ სწავლობდა სეგედის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აგრეთვე სწავლობდა პარიზის ნანეტრის უნივერსიტეტში. ნოვაკი მშობლიური უნგრულის გარდა ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოვაკმა კარიერა 2001 წელს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობით დაიწყო, მუშაობდა ევროპის კავშირისა და ევროპის საკითხებზე. 2010 წელს ნოვაკი გახდა მინისტრის მრჩეველი, ხოლო 2012 წელს დაინიშნა ადამიანური რესურსების სამინისტროს კაბინეტის უფროსად.[2]

2014 წელს გახდა სახელმწიფო მდივანი ოჯახისა ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში. თანამდებობას 2014-2020 წლებში იკავებდა. 2020 წელს ნოვაკი მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. არის უპორტფელო მინისტრი ოჯახის საკითხებში.

2017 წლიდან კატალინ ნოვაკი არის პარტია „ფიდესის“ ვიცე-პრეზიდენტი.[3]

2018 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული იქნა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრად. 2018 წლის 5 მაისიდან არის უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრი.

მის სახელს უკავშირდება შემდეგი ქმედებები: 2018 წელს „ოჯახის წლის“ გამოცხადება, „ბუდაპეშტის ორწლიანი დემოგრაფიული სამიტის“ ორგანიზება, ასევე მრავალი ინიციატივის შემუშავება, მაგალითად გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადიდან მინიმუმ ოთხი ბავშვის აღმზრდელი ქალებისთვის, საბინაო პროგრამა და სხვ.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატალინ ნოვაკი დაქორწინებულია იშტვან ატილა ვერეშზე. ჰყავს სამი შვილი: ადამი (დ. 2004), ტომაში (დ. 2006) და კატა (დ. 2008).

საერთაშორისო აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელს კატალინ ნოვაკი გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.[4] კატალინ ნოვაკს მიღებული აქვს პოლონეთის ღირსების ორდენი.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Emberi Erőforrások Minisztériuma hu. ციტირების თარიღი: 2021-03-20
  2. 2.0 2.1 Biography
  3. novakkatalin.hu
  4. „Une proche d’Orban reçoit la Légion d’honneur“. Le Monde.fr (ფრანგული). 2019-01-31. ციტირების თარიღი: 2020-03-07.
  5. Nadanie orderów. - Prawo.pl. ციტირების თარიღი: 2020-03-07