ლასლო შოიომი
| ლასლო შოიომი | |
| უნგრეთის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 5 აგვისტო, 2005 – 6 აგვისტო, 2010 | |
| წინამორბედი | ფერენც მადლი |
| მემკვიდრე | პალ შმიტი |
| დაბადებული | 3 იანვარი, 1942 პეჩი, უნგრეთი |
| გარდაცვლილი | 8 ოქტომბერი, 2023 |
| შვილები | 2 |
| პროფესია | იურისტი |
ლასლო შოიომი (უნგრ. Sólyom László; დ. 3 იანვარი 1942, პეჩი, უნგრეთი — გ. 8 ოქტომბერი, 2023) — უნგრელი იურისტი და კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. უნგრეთის პრეზიდენტი 2005-2010 წლებში. 2001 წლიდან უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლასლო შოიომი დაიბადა 1942 წელს ქალაქ პეჩში. 1965 წელს დაამთავრა პეჩის უნივერსიტეტის პოლიტიკურ და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 1980-იანი წლების დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდა სამართალდამცველი და ეკოლოგიური ორგანიზაცების მუშაობაში. 1987 წელს იგი იყო უნგრეთის დემოკრატიული ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1989 წელს პარლამენტმა აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.1990-1998 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 წელს პარლამენტმა აირჩია ქვეყნის მეთაურად.
მშობლიური უნგრულის გარდა ფლობს ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Elhunyt Sólyom László“. HVG. 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
| |||||||||||||