არპადები
იერსახე

არპადები (უნგრ. Árpádok, ხორ. Arpadovići, სლოვაკ. Arpádovci) — სამთავრო (889-1000) და სამეფო (1000–1301) დინასტია უნგრეთში. შუა საუკუნეებში არპადების სახლს უწოდებდნენ „წმინდა მეფეების დინასტიას“.
მთავრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1000—1038 იშტვან I
- 1038—1041 პეტერ ორსეოლო
- 1041—1044 აბა შმუელი
- 1044—1046 პეტერ ორსეოლო
- 1046—1060 ანდრაშ I
- 1060—1063 ბელა I
- 1063—1074 შალამონ
- 1074—1077 გეზა I
- 1077—1095 ლასლო I წმინდა
- 1095—1116 კალმან I
- 1116—1131 იშტვან II
- 1131—1141 ბელა II ბრმა
- 1141—1162 გეზა II
- 1162—1172 იშტვან III
- 1162—1163 ლასლო II
- 1163—1165 იშტვან IV
- 1172—1196 ბელა III
- 1196—1204 იმრე
- 1204—1205 ლასლო III
- 1205—1235 ანდრაშ II
- 1235—1270 ბელა IV
- 1270—1272 იშტვან V
- 1272—1290 ლასლო IV
- 1290—1301 ანდრაშ III
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დინასტიის ოფიციალური პირდაპირი მამაკაცის ხაზი გაწყდა 1301 წელს, მაგრამ, საოჯახო ლეგენდის თანახმად, მამრობითი ხაზით არპადების პირდაპირი შთამომავალი არის ბელგიური ცნობილი ისტორიული გვარი კრუა და შოტლანდიური დრამონდების კლანი.
წმინდანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დინასტიის ბევრი წარმომადგენელი კანონიზირებული და ბეატიფიცირებულია:
- წმინდა იშტვანი – კანონიზირებულია 1083 წელს, (მართლმადიდებლებმა წმინდანად შერაცხეს 2000 წელს)
- წმინდა გიზელა – კანონიზირებულია 1975
- წმ. ემერიკი – კანონიზირებულია 1083
- ლასლო I წმინდა – კანონიზირებულია 1192
- წმ. ელისაბედი – კანონიზირებულია 1235
- კუნიგუნდა უნგრელი – კანონიზირებულია 1999
- იოლანდა უნგრელი – ბეტიფიცირებულია 1631
- მარგარიტა უნგრელი – კანონიზირებულია 1943
- აგნესა ჩეხი
- წმინდა პიროშკა (ირინა), ლასლო I-ის შვილი, – კანონიზირებულია მართლმადიდებლების მიერ