არნო დანიელი
არნო დანიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1150 ან 1150[1] |
დაბადების ადგილი | რიბერაკი |
გარდაცვალების თარიღი | 1210 |
გარდაცვალების ადგილი | რიბერაკი[2] |
საქმიანობა | ტრუბადური[1] , პოეტი, მწერალი და კომპოზიტორი[3] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
არნო დანიელი (ოქსიტ. Arnaut Danièl) — პროვანსელი ტრუბადური; ცხოვრობდა ინგლისის მეფე რიჩარდ I-ის კარზე; ასევე სამხრეთ საფრანგეთის სამეფო კარზეც. შემოქმედების წლებია 1180—1195.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოშობით აზნაურმა განათლება მიიღო, მაგრამ, როგორც მისი „ბიოგრაფიიდან“ ვიგებთ, „მეცნიერება სიმღერის გამო მიატოვა“. დანიელის ლირიკა ბუნდოვანია, ლექსები — მძიმე. მისი ცხოვრების მემატიანე აღნიშნავს, რომ არნომ „თხზვის დახვეწილი ფორმა ამჯობინა, ამიტომ მისი სიმღერებიც რთული გასაგები და დასამახსოვრებელია“. მაგრამ დანტე მის შემოქმედებას აფასებდა და მას „სიყვარულის უპირველეს პოეტს“ უწოდებდა. „ღვთაებრივი კომედიის“ „სალხინებლის“ XXVI-ე სიმღერაში პოეტ გვინდო გვინიცელის პირით მას საუკეთესო მელექსედ ასახელებს.
დანიელის შემოქმედება „ბნელი სტილის“ მწვერვალია. დანიელმა ტრუბადურთა შორის პირველმა დაიწყო თავისი სიმღერების წერა სექსტინის ფორმით. მისი სექსტინა Lo ferm voler qu’el cor m’intra („ბრმა ვნებას, გულს რომ აპობს…“) ისეთი პოეტების მიბაძვის საგნად იქცა, როგორებიცაა დანტე და პეტრარკა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France Record #118891641 // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ https://www.enciclopedia.cat/gran-enciclopedia-catalana/arnaut-daniel
- ↑ Musicalics
- ↑ Eusebi, Mario (1995). L'aur'amara. Parma: Pratiche Editrice. ISBN 88-7380-294-X.
- ↑ "fra tutti il primo Arnaldo Daniello, / gran maestro d'amore, ch'a la sua terra / anchor fa onor col suo dir strano e bello." Trionfo d'Amore, iv, vv. 40-42