არნოლდ ეშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არნოლდ ეშერი
Arnold Escher vd Linth.jpg
დაბ. თარიღი 8 ივნისი 1807(1807-06-08)[1]
დაბ. ადგილი ციურიხი[2]
გარდ. თარიღი 12 ივლისი 1872(1872-07-12)[1] (65 წელი)
გარდ. ადგილი ციურიხი[3]
მოქალაქეობა Flag of Switzerland.svg შვეიცარია
მუშაობის ადგილი ციურიხის უნივერსიტეტი

არნოლდ ეშერი (Arnold Escher von der Linth; დ. 8 ივნისი, 1807, ციურიხი — გ. 12 ივლისი, 1872, ციურიხი) — შვეიცარიელი გეოლოგი. ჰანს კონრად ეშერ ფონ დერ ლინთის (1767-1823) შვილი.

დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ციურიხში. 1825-1827 წლებში სწავლობდა ჟენევის, ხოლო 1827-1828 წლებში ციურიხის უნივერსიტეტებში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაეშურა გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. 1856-1872 წლებში იყო ციურიხის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორი. ალპების გეოლოგიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელია. არნოლდ ეშერმა შექმნა შვეიცარიის ალპების გეოლოგიური რუკა. პირველმა აღწერა ალბის მთები, რომელსაც უწოდა კონგლომერატი. კოლეგასთან ერთად 1855-1870 წლებში მოგზაურობდა ალპებში. პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა ეშერი დაკავებული იყო მთამსვლელობით.

1842 წლის 8 აგვისტოს დაიპყრო მწვერვალი ლაუტერაარჰორნი (4042 მ). მისი მოწაფე იყო ალპების გეოლოგიის ცნობილი მკვლევარი ალბერტ ჰაიმი (1849-1937). ეშერის სახელობისაა მწვერვალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #11656928X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 26 2014:
  2. Record #11656928X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 11 2014:
  3. Record #11656928X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 31 2014: