შინაარსზე გადასვლა

არმენ ვარდანიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არმენ ვარდანიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი, 1982 (1982-11-30) (41 წლის)
დაბ. ადგილი გიუმრი, სომხეთის სსრ
სიმაღლე 172 სმ სმ
წონა 66 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა უკრაინა
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ რომაული
კლუბი დინამო ზაპორიჟია
ჯილდოები Order for Bravery 3rd Class of Ukraine[1] , Merited master of sports of Ukraine[2] და Master of Sport of Ukraine, International Class[3]

არმენ ვარდანიანი (სომხ. Արմեն Վարդանյան, უკრ. Армен Фрунзікович Варданян; დ. 30 ნოემბერი, 1982, გიუმრი, სომხეთის სსრ) — სომეხი-უკრაინელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები. არის ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალისტი და ორგზის ევროპის ჩემპიონი. მინიჭებული აქვს უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული.

არმენ ვარდანიანი დაიბადა მასწავლებლების ოჯახში. მისი დედა ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო მისი მამა იყო რკინიგზის ტექნიკური სკოლის დირექტორი. არმენ ვარდანიანმა ჭიდაობა დაიწყო მშობლიურ ქალაქ ლენინაკანში, საბჭოთა სომხეთში (ახლანდელი გიუმრი, სომხეთი). 1988 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გადავიდა ზაპოროჟიეში, უკრაინაში.[4] დაამთავრა ზაპოროჟის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი[5] და იყო უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცი. 1999 წლის მდგომარეობით ვარდანიანი ცხოვრობს კიევში.[6]

ვარდანიანმა ბერძნულ-რომაულის სტილით ჭიდაობის 2000 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება 66 კგ კატეგორიაში მოიპოვა[5] და 2003 წელს (როგორც პროფესიონალმა) დაიწყო ასპარეზობა ამავე დივიზიონში. მან ვერცხლის მედალი მოიგო ჭიდაობის 2003 წლის ევროპისა[7] და ამავე წლის მსოფლიო ჩემპიონატებში. ჭიდაობის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედლის მოგებით, არმენ ვარდანიანი ევროპის ჩემპიონი გახდა.[5] ვარდანიანი მონაწილეობდა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზეც, თუმცა მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.[6]

2008 წელს მოიგო ოქროს მედალი ჭიდაობის 2008 წლის ევროპის ჩემპიონატში.[5] ვარდანიანი ოლიმპიადაზე 2008 წელს (პეკინში) დაბრუნდა და პირველ შეხვედრაში ოლიმპიური ჩემპიონი და აზერბაიჯანის დროშის მატარებელი ფარიდ მანსუნოვი დაამწუხრა. ოლიმპიადაზე იგი მეოთხედფინალში, კანათბეგ ბეგალიევის წინააღმდეგ დამარცხდა, თუმცა ჯაიკ დეთჩლერისა და ნიკოლაი გრეგოვის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[6] მეორე ვერცხლის მედალი ვარდანიანმა ჭიდაობის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა.[8] მოგვიანებით სცადა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წარმდგენ გუნდში მოხვედრა, თუმცა შესარჩევ ეტაპზე მეოთხე ადგილი დაიკავა და ხსენებულ ტურნირზე მხოლოდ პირველი 3 მოჭიდავე წარსდგებოდა.[9]

2010 წელს არმენ ვარდანიანმა ჩამოაყალიბა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირი, რომელიც ამ სტილით მოჭიდავეებს მასპინძლობდა. 2012 წელს ტურნირი მესამედ ჩატარდა და მისი მონაწილეების რაოდენობა იყო 136 (ზაპორიჟიადან და დნიპროპეტროვსკიდან მოსული მოჭიდავეები).[10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Про відзначення державними нагородами України спортсменів, тренерів та фахівців національної збірної команди України на XXIX літніх Олімпійських іграх — 2008.
  2. Енциклопедія олімпійського спорту України
  3. http://esu.com.ua/search_articles.php?id=33153
  4. „Армен Варданян“. Ukrinform. 2011-09-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-19. ციტირების თარიღი: 2013-03-24.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Армен Варданян (in Ukrainian). Голос Запорожья. 2012-10-04. Archived from the original on 2013-04-19. Retrieved 2013-03-24.
  6. 6.0 6.1 6.2 Gjerde, Arild; Jeroen Heijmans; Bill Mallon; Hilary Evans. (March 2013)Armen Vardanian Bio, Stats, and Results. Olympics. Sports Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-18. ციტირების თარიღი: 2013-03-24.
  7. БОБРОВИЦКИЙ, Эдуард (2008-08-26).Армен Варданян сдержал слово დაარქივებული 2019-11-02 საიტზე Wayback Machine. (in Ukrainian). Analitika. Retrieved 2013-03-24.
  8. „Armen Vardanyan wins silver medal at World Wrestling Championship in Russia“. Ukrinform. 2010-09-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-19. ციტირების თარიღი: 2013-03-24.
  9. Качурівський, Максим (2012-10-03). „Армен Варданян: У 34 роки я поїду на Олiмпiаду в Бразилiю i боротимусь там за медаль“ (უკრაინული). Ekspres. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2013-03-24.
  10. დაარქივებული ასლი ru. borba.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 27 January 2013.