არკადი გოცირიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

არკადი ფილიპეს ძე გოცირიძე (დ. 23 ნოემბერი, 1890, სოფ. წესი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 24 თებერვალი, 1954, თბილისი) — ქართველი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1915 წელს. 1931-1936 წლებში იყო თბილისის ფუნქციურ ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი, 1934-1954 წლებში — თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. აქვს შრომები ბავშვთა ფსიქიატრიის, ნევროზების, ფუნქციური ნერვული დაავადებების შესახებ. მისი სახელი აქვს მინიჭებული თბილისის ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბავშვის თამაში (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის სამეცნიერო სექტ. გა-მა და მე-2 სტ., 1936. - 34გვ.
  • ბავშვის განვითარება : ძირითადი მოვლენები და კონცეპციები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის სამეცნიერო სექტორი, 1935. - 62გვ.
  • ფსიქოგენია და იატროგენია ნერვიულ და ფსევდოორგანიულ დაავადებებში (ავტორი). - ტფილისი, 1929. - 34გვ.
  • ექვსი წლის ისტერიული ფსიქოზი, მუტიზმით და კონტრაქტურებით-განკურნებული ფსიქო-თერაპიის საშუალებით (ავტორი). - ტფილისი, 1926. - 15გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]