შინაარსზე გადასვლა

არიფ გაზიევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არიფ გაზიევი
დაიბადა 1 თებერვალი, 1937(1937-02-01)
დაბადების ადგილი ერევანი
გარდაიცვალა 3 სექტემბერი, 2021(2021-09-03) (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო

არიფ გაზიევი (აზერ. Arif Şamil oğlu Qazıyev, დ. 1 თებერვალი, 1937, ერევანი - გ. 3 სექტემბერი, 2021, ბაქო) — აზერბაიჯანელი მხატვარი და მოქანდაკე, აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მასწავლებელი. აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2018).

არიფ გაზიევი დაიბადა 1937 წლის 2 იანვარს ერევანში. დაამთავრა ბაქოს აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლა და მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტი (1965წ). განათლების მიღებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ აზერბაიჯანის ხელოვნების უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად.[1][2]

ავტორია სხვადასხვა ჟანრსა და თემატიკაში შექმნილი ნაწარმოებების, როგორიცაა „ბაბეკი“, „ჰუსეინ ჯავიდის ბიუსტი“, „კავკასიის არწივები“, „ომი“ და ა.შ. 1957 წლიდან რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენების მონაწილე იყო. მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა მუზეუმებში, ასევე კერძო. კოლექციები აშშ-ში, გერმანიაში, ავსტრიასა და თურქეთში. გარდაიცვალა 2021 წლის 3 სექტემბერს.

  1. Arif Qazıyev müsahibə. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-24. ციტირების თარიღი: 2022-02-24
  2. Arif Qazıyev. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-24. ციტირების თარიღი: 2022-02-24