შინაარსზე გადასვლა

არიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არიონი
ბერძ. Ἀρίων
დაბადების თარიღი ძვ. წ. VII საუკუნე
დაბადების ადგილი Methymna
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. VI საუკუნე
გარდაცვალების ადგილი სავარ. ძველი კორინთი
საქმიანობა პოეტი, მწერალი[1] , დითირამბების ავტორი, მეკითარე და მუსიკოსი[1]
ენა ძველი ბერძნული ენა

არიონი[2] [ბერძ. Ἀρίων; დ. ძვ. წ. VII ს.-ის ბოლო, ლესბოსი – გ. ძვ. წ. VI ს.-ის დასაწყისი, კორინთი(?)] — ძველი ბერძენი პოეტი, საგუნდო ლირიკის წარმომადგენელი. მისი თხზულებები არ შემორჩენილა. ითვლება დითირამბის (მანამდე — ზეპირი სახალხო პოეზიის ერთ-ერთი ფორმა) ლიტერატურული ფორმის შემქმნელად, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო ტრაგედიის ჟანრობრივ სტრუქტურას. არიონის ფიგურა ძლიერ გამითებულია; მასთან დაკავშირებული ლეგენდებიდან ყველაზე მეტად ცნობილია ჰეროდოტეს მიერ გადმოცემული, რომლის თანახმადაც არიონი ზღვაში მეკობრეებისგან დელფინმა იხსნა და იგი ხმელეთამდე მიიყვანა (სიუჟეტი შემდგომში ალექსანდრე პუშკინმა გამოიყენა თავის ლექსში „არიონი“).[3]

  1. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #102381283 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985.  გვ. 34.
  3. Ярхо В. Н. Арион // Большая российская энциклопедия. т. 2. М., 2005. — стр. 211.