არიელ ანრი
არიელ ანრი | |
---|---|
ფრანგ. Ariel Henry | |
დაბადების თარიღი | 6 ნოემბერი, 1949[1] (75 წლის) |
დაბადების ადგილი | პორტ-ო-პრენსი[1] |
მოქალაქეობა | ჰაიტი |
განათლება | University of Montpellier 1 და Loma Linda University |
არიელ ანრი (ფრანგ. Ariel Henry; დ. 6 ნოემბერი, 1949) — ჰაიტელი პოლიტიკოსი და ნეიროქირურგი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2021 წლის 20 ივლისიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არიელ ანრი დაიბადა 1949 წლის 6 ნოემბერს, დაამთავრა მონპელიეს ფრანგული უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო ნეიროქირურგად.
2015 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ევანზ პოლის მთავრობაში ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ხოლო 2016 წლის თებერვლამდე იმავე მთავრობის სოციალურ საქმეთა და შრომის მინისტრია.
2021 წლის 5 ივლისს პრეზიდენტმა ჟოვენელ მოიზმა დანიშნა პრემიერ-მინისტრად და მისი კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინა დასამტკიცებლად. მაგრამ ორი დღის შემდეგ პრეზიდენტი მოკლეს, რამაც ჩაშალა არიელ ანრის კანდიდატურის დამტკიცება პარლამენტში.[2][3][4] იმ პერიოდში მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კლოდ ჟოზეფმა სამხედროების დახმარებით ჩაიბარა პრეზიდენტის თანამდებობა და აშშ-ის მთავრობამ იგი კანონიერ პრემიერ-მინისტრად აღიარა. 2021 წლის 19 ივლისს ჟოზეფმა გამოაცხადა, რომ იგი გადადგება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ანრის სასარგებლოდ.[5] ანრი პრემიერად დანიშნეს 20 ივლისს.[6][7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Biographie – République d’Haïti
- ↑ Ariel Henry Appointed Haiti's New Prime Minister. ციტირების თარიღი: 2021-07-07
- ↑ News. (2021-07-06) Haitian president appoints new prime minister. ციტირების თარიღი: 2021-07-07
- ↑ AFP. Haiti President Jovenel Moise assassinated, wife injured in gun attack. ციტირების თარიღი: 2021-07-07
- ↑ CNN, Caitlin Hu, Natalie Gallón, Matt Rivers and Etant Dupain. Haiti's acting prime minister to step down amid power struggle after president's assassination. ციტირების თარიღი: 2021-07-19
- ↑ „Haiti's acting prime minister to step down amid power struggle after president's assassination“. France 24. 2021-07-20. ციტირების თარიღი: 2021-07-20.
- ↑ „Strife-torn Haiti gets new prime minister“. BBC News (ინგლისური). 2021-07-21. ციტირების თარიღი: 2021-07-21.