ართხმოს სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ართხმოს სამაროვანი — ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ართხმოში. გათხარეს XIX საუკუნის 80-იან წლებში (ფ. ბაიერნი). გამოვლინდა კოლექტიური ქვის სამარხი, რომელშიც მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოს ორნამენტირებული სამაჯური, საკინძები, ბეჭდები, ღილები, მოჭიქული ავგაროზი, რომბისებრი ფორმის გრძელმასრიანი რკინის ისრისპირები. ეს უკანასკნელი ქართლში (ურბნისი, დმანისი) აღმოჩენილი ანალოგიური მასალის მსგავსია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]