არგენტინის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არგენტინის დროშა
Flag of Argentina.svg
ოფიციალური ცერემონიალური დროშა
მიღებულია 1812
პროპორცია FIAV 111111.svg 9:14
ავტორთა კოლექტივი
მანუელ ბელგრანო
სიმბოლიკა ცისფერი, თეთრი და მზე: ცა, ღრუბლები, მზე
წინა დროშები
Flag of Argentina (alternative).svg
სადღესასწაულო დროშა
პროპორცია FIAV 100100.svg 9:14

არგენტინის დროშა (ესპ. Bandera de la Argentina) — არგენტინის ოფიციალური სიმბოლო, რომელიც მიღებულია 1812 წელს.

დროშის ესკიზი წარმოადგინა მანუელ ბელგრანომ. ის შედგებოდა სამი ჰორიზონტალური, სწორი ხაზისგან — ორი (ზედა და ქვედა) ღია-ცისფერში იყო გაფერადებული, შუა ზოლი იყო თეთრი, ხოლო დროშის ცენტრში იყო დახატული „მაისის მზე“ (ესპ. Sol de Mayo), რომელიც ინკთა მზის ღვთაების სიმბოლოა.

დროშის სრული ვერსია შეიცავს მზეს და ხშირად ასეთ დროშას უწოდებენ „ოფიციალურ ცერემონიულ დროშას“ (ესპ. Bandera Oficial de Ceremonia), დროშას, რომელსაც არ აქვს მზე — „სადღესასწაულო დროშას“ (ესპ. Bandera de Ornato).

სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშის ყველაზე გავრცელებული ინტერპრეტაციის თანახმად, არგენტინის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოზე გამოხატულია ცა, ღრუბლები და მზე. თუმცა არსებობს დროშის არაერთი სხვა ახსნა. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით ცისფერი ასახავს მდინარე ლა-პლატას (Río de la Plata — „ვერცხლის მდინარე“), თეთრი — ვერცხლს (სახელწოდება „არგენტინა“ წარმოიშვა ვერცხლის ლათინური დასახელებისგან, ლათ. argentum). არსებობს აგრეთვე აზრი, რომ დროშა შეიცავს ბურბონთა დინასტიის ტრადიციულ ფერებს. არის ინტერპრეტაციის კიდევ ერთი ვარიანტი — ღვთისმშობლის ტანისამოსის ფერები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg