გაიანის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაიანის დროშა
გაიანა

Flag of Guyana.svg

მიღებულია

1966 წლის 26 მაისს

პროპორცია

3:5

გაიანის დროშაგაიანას სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. მიღებულია 1966 წლის 26 მაისს დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. პროპორციებია 3:5.

სიმბოლური მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვანე ფერი დროშაზე სიმბოლურად სოფლის მეურნეობასა და ტყეებს აღნიშნავს, თეთრი — მდინარეებსა და წყალს, ოქროსფერი — სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრეს, შავი — გამძლეობას, წითელი კი — ენთუზიაზმსა და დინამიკას.

ძველი დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაიანას, როგორც ბრიტანეთის იმპერიის ნაწილის, დროშაზე გამოსახული იყო ბრიტანეთის დროშა და ეროვნული ემბლემა. პირველი ასეთი დროშა შემოიღეს 1875 წელს, ის მცირედ შეიცვალა 1906 წელს, შემდეგ კი 1955 წელს. ამ დროშების პროპორციები იყო 1:2.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]