არაქსი სარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაქსი სარიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1937(1937-08-17)
დაბ. ადგილი გიუმრი
გარდ. თარიღი 26 სექტემბერი, 2013(2013-09-26) (76 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი
არაქსი სარიანი ვიკისაწყობში

არაქსი სარიან-არუთუნიანი (სომხ. Արաքսի Սարյան, დ. 17 აგვისტო, 1937, ლენინკანი — გ. 26 სექტემბერი, 2013, ერევანი) — სომეხი მუსიკოლოგი, ხელოვნების ისტორიის კანდიდატი, ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მუშაკი (2008).[1] სომხეთის კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1966).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაქსი სარიანი (არუთუნიანი) დაიბადა 1937 წლის 17 აგვისტოს ქალაქ ლენინკანში (ამჟამინდელი გიუმრი), მსახიობი არცუნ არუთუნიანის ოჯახში რომელიც მსახიობი ლენინკანის დრამის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მისი დედა იყო მასწავლებელი. 1995 წელს არუთუნიანი გახდა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დატოვა ინსტიტუტი და სწავლა განაგრძო ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1962 წელს არაქსი გახდა ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ინსტიტუტის ასპირანტი სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის მუსიკათმცოდნის რობერტ ათაიანის ხელმძღვანელობით. 1969 წელს მან დაიცვა დისერტაცია სათაურით „სომხური ქალაქების მე-19/მე-20 საუკუნის“, ამის შემდეგ ის გახდა მუსიკათმცოდნეობის კანდიდატად. კონსერვატორიაში სწავლის დროს, არაქსი პარალელურად მუშაობდა მუსიკის ლიტერატურის მასწავლებლად თ. ჩუხაჯიანის სახელობის მუსიკალურ საშუალო სკოლებში და ერევნის ჩაიკოვსკის მუსიკალური სკოლაში. მუშაობდა სახელმწიფო რადიო კომიტეტის მუსიკალურ რედაქტორად. 1968 წლიდან იყო ლექტორი მუსიკის ისტორიის კურსებზე ერევნის კომიტას სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა მუსიკის ისტორიის განყოფილებას. 1966 წელს გახდა სომხეთის კომპოზიტორთა კავშირის წევრი და იყო კავშირის წევრი გარდაცვალებამდე. 2004 წლიდან იყო მუსიკათმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელი. .[2]

არაქსი სარიანის საქმიანობის სფერო მოიცავდა სამეცნიერო, პედაგოგიურ, საგანმანათლებლო და ჟურნალისტურ სფეროს. მან ლექციები წაიკითხა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის მრავალ კონფერენციაზე, კომპოზიტორთა კავშირში, კონსერვატორიაში. 2003 წელს მან მონაწილეობა მიიღო გრიგოლ ნარეკაცის ლექსის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციებში, რომელიც ქალაქ პარიზში ჩატარდა. წაიკითხა ლექცია „გრიგოლ ნარეკაცის მონოდური თვისებები და მუსიკალურ ნიშნები". არაქსი სარიანი აქვეყნებდა სტატიების რესპუბლიკურ პრესაში, სომხური მუსიკის ხელოვნების შესახებ. არაქსი სარიანს ჰქონდა საკუთარი გადაცემა სომხური, რუსული და ევროპული მუსიკის შესახებ. 2004 წლიდან სარიანი იყო კომისიის პრეზიდენტი, რომელიც ეწეოდა მუსიკალურ სფეროში „RA“-ს პირზების გაცემას.[3]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • RA-ს დამსახურებული ხელოვნების მუშაკი, 2008
  • სომხეთის ეროვნული ასამბლეის მედალი, 2011

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 არაქსი არუთუნიანი დაქორწინდა ლაზარ საირანზე. ჰყავდათ ორი ქალიშვილი: ლუსიკ სარიანი და სოფი სარიანი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Honorary Titles of the Republic of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-30. ციტირების თარიღი: 2021-05-28.
  2. Who is who? Armenians Biographical Encyclopedia, 2 volumes, Armenian Encyclopedia. 2005.
  3. Araksi Sarian