აპოპტოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აპოპტოზი (ძვ. ბერძნ. ἀπόπτωσις — ფოთოლცვენა) — დაპროგრამებული უჯრედული სიკვდილის რეგულირებადი პროცესი, რომლის შედეგადაც უჯრედი ფრაგმენტირდება ცალკეულ აპოპტოტიკურ სხეულაკებად, რომლებიც შეზღუდულია პლაზმური მემბრანით. დაღუპული უჯრედის ფრაგმენტები, როგორც წესი, ძალიან სწრაფად (საშუალოდ 90 წუთში) ფაგოციტირდება მაკოფაგების ან მეზობელი უჯრედების მიერ, რითიც გვერდს უვლის ანთებითი რეაქციების განვითარებას. აპოპტოზის მორფოლოგიურად რეგისტრირებადი პროცესი გრძელდება 1-3 საათს. აპოპტოზის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა დეფექტური (დაზიანებული, მუტანტური, ინფიცირებული) უჯრედების განადგურება. მრავალუჯრედიან ორგანიზმებში აპოპტოზი აგრეთვე ამოქმედებულია დიფერენციაციასა და მორფოგენეზში, უჯრედული ჰომეოსტაზის მხარდაჭერაში, იმუნური სისტემის განვითარებისა და ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ასპექტების უზრუნველყოფაში. აპოპტოზი აღენიშნება ყველა ევკარიოტს, დაწყებული ერთუჯრედიანი უმარტივესებიდან უმაღლეს ორგანიზმებამდე. პროკარიოტების დაპროგრამებულ სიკვდილში მონაწილეობს აპოპტოზის ეუკარიოტული ცილების ფუნქციური ანალოგები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alberts B. at al., Molecular biology of the cell, 5th edition, Garland science, 2008, ISBN 978-0-8153-4105 Invalid ISBN.
  • Banfalvi G., Apoptotic chromatin changes, Springer science + Business media B. V., 2009, ISBN 978-1-4020-9560-3.