აპოლონ იოსელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აპოლონ დავითის ძე იოსელიანი (დ. 1885, წყალტუბო, — გ. 30 სექტემბერი, 1937) — ქართველი ოფიცერი, პოლკოვნიკი.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი. მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. 1909 წლის მდგომარეობით იყო 39-ე საარტილერიო ბრიგადის პორუჩიკი. ამავე ბრიგადის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). 1916 წელს მიიღო შტაბს-კაპიტნის, 1917 წელს — კაპიტნის წოდება. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II (1915) და წმ. ანას III (1915) და II (1917) ხარისხის ორდენებით. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, ჰქონდა მაიორის, შემდეგ პოლკოვნიკის წოდება. მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იყო ქართული წითელი არმიის საარტილერიო დივიზიის სამეურნეო ნაწილის უფროსი. 1924 წელს დროებით დაპატიმრებული იყო „სამხედრო ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით (იყო პოლკ. როსტომ მუსხელიშვილის ახლო მეგობარი). 1930-იან წლებში მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამხედრო ხელმძღვანელად. 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს და სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით დახვრიტეს „კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იოსელიანი აპოლონ დავითის ძე. სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო. - 2013;
  • Иосселиани Аполлон Давидович. „Офицеры русской императорской армии“;
  • Иосселиани Аполлон. „Памяти героев Великой войны 1914–1918“.