აპოლინარ რავენელი
Jump to navigation
Jump to search
აპოლინარ რავენელი | |
---|---|
![]() სანტ-აპოლინარე-ინ-კლასეს მოზაიკა | |
დაიბადა |
II საუკუნე ანტიოქია |
გარდაიცვალა |
23 ივლისი 75 რავენა |
ხსენების დღე | 20 ივლისი |
ატრიბუტები | მღვდელმოწამე |
მოღვაწეობა | მღვდელი |
აპოლინარ რავენელი (ბერძ. Απολλινάριος της Ραβένας; დ. ?, ანტიოქია — გ. 23 ივლისი, 75, რავენა) — მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანი, რავენის ეპისკოპოსი. მართლმადიდებლები მოიხსენიებენ ახალი სტილით 5 აგვისტოს, ხოლო კათოლიკეები ახალი სტილით 20 ივლისს.
აპოლინარ რავენელი წარმოშობით ანტიოქიელი იყო. რავენის ეპისკოპოსად იგი პავლე მოციქულმა აკურთხა რომში, იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს. წმინდა აპოლინარი 28 წლის მანძილზე განაგებდა რავენის ეკლესიას და გარდაიცვალა ქრისტეს შობიდან დაახლოებით 75 წელს.