ანჯალი დევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანჯალი დევი
ტამილ. அஞ்சலிதேவி
ტელუგუ అంజలీదేవి

ფილმი Mangaiyarkarasi (1949)
დაბადების სახელი ანჯანამა
დაბადების თარიღი 24 აგვისტო 1927
პედაპურამი, აღმოსავლეთ გოდავარი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 13 იანვარი, 2014 (86 წლის)
მოქალაქეობა ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი
ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა მსახიობი
პროდიუსერი
აქტიური 19361994

ანჯალი დევი (ტამილ. அஞ்சலிதேவி, ტელ. అంజలీదేవి), 24 აგვისტო 1927, პედაპურამი, აღმოსავლეთ გოდავარის რაიონი ანდჰრა- პრადეში, ინდოეთი  — 13 იანვარი 2014, ჩენაი) — ინდოელი კინემატოგრაფისტი (მსახიობი და კინოპროდიუსერი), არაერთი ჯილდოს მფლობელი ინდური კინოში შეტანილი წვლილისთვის. პოპულარული გახდა  ფილმებში Anarkali (1955) და Suvarna Sundari (1957) შესრულებული როლებით, აგრეთვე სიტას როლით ფილმში Lava Kusa (1963). [1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომავალი მსახიობი დაიბადა ქალაქ პედაპურამში ბრიტანეთის ინდოეთის მადრასის საპრეზიდენტოს გოდავარის რაიონში (ამჟამად აღმოსავლეთ გოდავარი, ინდოეთის შტატი ანდჰრა-პრადეში) 1927 წლის 24 აგვისტოს; ზოგიერთი სხვა წყაროს მიხედვით — 1928 წლის ოქტომბერში. ბავშვობაში მას ანჯანამა ერქვა. 8 წლის ასაკიდან გამოდიოდა  თეატრში ანჯალი კუმარის სასცენო სახელით.  ცოტა მოგვიანებით კი —ფილმებში. ეკრანზე პირველად გამოჩნდა 1936 წლის ფილმში Raja Harishchandra, სადაც შეასრულა  ლოხიტასის უმნიშვნელო როლი. რამდენიმე წლის შემდეგ 1940 წელს მიიწვიეს მთავარ როლზე  ლ. ვ. პრასადის ფილმში Kashtajeevi , თუმცა პროექტი შეჩერდა. მოგვიანებით, ახალგაზრდა მსახიობი ხელახლა აღმოაჩინა რეჟისორმა ჩ. პულაიამ, რომელმაც შესთავაზა მოჰინის როლი თავის ახალ ფილმში Gollabhama. ფილმი გამოვიდა 1947 წელს და მსახიობს, რომლის ახალი ფსევდონიმი გახლდათ ანჯალი დევი,   ვარსკვლავური დიდება მოუტანა. თავისი ეკრანული კარიერის განმავლობაში 1930-იანი წლების შუა პერიოდიდან 1990-იანი წლების შუა ხანებამდე, ანჯალი გამოჩნდა 350-ზე მეტ ტელუგურ და ტამილურ ფილმში. აგრეთე მონაწილეობდა კანადურ და ჰინდის ენაზე გადაღებულ ფილმებში.

მსახიობმა დასამახსოვრებელი სახეები შექმნა   ფილმებში Anarkali (1955) და Suvarna Sundari (1957), ხოლო მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიტას როლი მითოლოგიურ სიუჟეტზე დაფუძნებულ პირველ ტელუგურ ფერად ფილმში Lava Kusa, რომელიც გახდა ტელუგური კინოს კლასიკა. ბოლო ფილმები მსახიობის მონაწილეობით იყო Brundavanam (1992), Anna Vadina (1993) და Police Alludu (1994).[2]

1955 წელს ანჯალი დევიმ მეუღლესთან, ადინარაიანა რაოსთან ერთად დააარსა კინოკომპანია Anjali Pictures, რომლის საქმიანობაც  გაგრძელდა მინიმუმ 2000-იანი წლების დასაწყისამდე. გადაიღეს ათობით ფილმი.  მნიშვნელოვან მუშევრებს შორის, სადაც ანჯალი დევი პროდიუსერი იყო,  აღსანიშნავია  ზემოხსენებული Anarkali,  ვ.მადჰუსუდანის  Рао Bhakta Tukaram და  Chandipriya.  აგრეთვე  სხვა 24 ფილმი. ანჯალი დევიმ, რომელიც გახლდათ რელიგიური ლიდერის— სატია საი ბაბას ერთგული მიმდევარი, მოამზადა სატელევიზიო სერიალი მის შესახებ. [3][4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანჯალი დევი 1940 წელს ცოლად გაჰყვა პ. ადინარიანუ რაოს, რომელიც გახლდათ რეჟისორი, კომპოზიტორი, პოეტი და სიმღერების ავტორი. მეუღლე 1991 წელს გარდაიცვალა. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა. ანჯალი დევის ერთ-ერთმა შვილიშვილმა საილა რაომ აგრეთვე მსახიობის პროფესია  აირჩია.

ანჯალი დევი  2014 წლის 13 იანვარს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა. მსახიობის გარდაცვალება დაფიქსირდა ჩენაის ვიჯაიას საავადმყოფოში. ანჯალი დევის ანდერძის თანახმად, მისი ორგანოები გადაეცა რამაჩანდრას სამედიცინო კოლეჯს. მისი ნეშტი ბესანტ ნაგარის კრემატორიუმში დაწვეს 2014 წლის 16 მარტს.[5][6][7]

ჯილდოები და საპატიო წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Anjali Devi". IMDB. Archived from the original on 28 December 2018. Retrieved 8 December 2012.
  2. "Archived copy". Archived from the original on 14 September 2013. Retrieved 15 February 2015.
  3. "Sri Sai Baba- Shirdi Sai Parthi Sai Divya Katha". Archived from the original on 12 October 2020. Retrieved 16 May 2020.
  4. http://www.uniindia.com/multi-lingual-actress-jayanti-wins-b-saroja-devi-national-award/states/news/834469.html
  5. "Veteran actor Anjali Devi dead". The Hindu. 14 January 2014. Archived from the original on 22 May 2020. Retrieved 16 May 2020.
  6. "Veteran actor Anjali Devi dead". The Hindu. Special Correspondent. 14 January 2014. ISSN 0971-751X. Archived from the original on 16 May 2018. Retrieved 16 May 2018.
  7. "Anjali Devi passes away". Filmcircle.com. Archived from the original on 13 January 2014. Retrieved 13 January 2014.