ანუშ ბეგლოიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანუშ ბეგლოიანი
დაბადების თარიღი 31 ივლისი, 1969(1969-07-31) (54 წლის)
დაბადების ადგილი ერევანი
მოქალაქეობა  სსრკ
 სომხეთი
განათლება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ანუშ ბეგლოანი (დ. 31 ივლისი, 1969, ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი ფიზიკოსი და პოლიტიკოსი. 2018 წლიდან არის სომხეთის ეროვნული კრების წევრი პოლიტიკური პარტია „საზოგადოებრივი კონტრაქტიდან“. კრების წევრად აირჩიეს 2018 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანუშ ბეგლოანი დაიბადა 1969 წლის 31 ივლისს ერევანში, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანუშ ბეგლოანი სწავლობდა ფიზიკას ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1991 წელს დაამთავრა. 1995 წელს გახდა სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი.[1]

პროფესიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეგლოანი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში დასაქმებული იყო სხვადასხვა უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), მსოფლიო ბანკსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში.[1] გარდა უცხოური გამოცდილებისა ბეგლოანს მრავალ თანამდებობაზე აქვს ნამუშევარი სომხეთში. 1996-2000 წლებში იყო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ეროვნული ადამიანური რესურსებისა და ფინანსების ოფიცერი. იგი სპეციალიზირებულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სფეროში, იყო არასამთავრობო ორგანიზაცია სომხეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის აღმასრულებელი დირექტორი 2003-2009 წლებში.[1] 2005-2009 წლებში ბეგლოანი კითხულობდა ლექციებს ბუზნის კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთბის შესახებ, სომხეთის ფრანგულ უნივერსიტეტში.[1]2008 წელს ბეგლოიანმა გადაინაცვლა კერძო სექტორში და იყო „ArmenTel“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი 2014 წლამდე.[1] 2016 წელს ის დაუბრუნდა სომხეთის ფრანგულ უნივერსიტეტში ლექციების კითხვას.[1] 2015-2018 წლებში შპს „საზოგადოებრივი კომუნიკაციების ლაბორატორიის“ გენერალური აღმასრულებელი დირექტორი. ანუშ ბეგლოიანი არის საერთაშორისო ანგარიშების ავტორი პოლიტიკური და საქმიანი კომუნიკაციების შესახებ, აქვს ჩატარებული არაერთი კვლევა ადვოკატირების სფეროში.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 9 დეკემბრიდან ბეგლოიანი არის სომხეთის ეროვნული კრების წევრი „სამოქალაქო კონტრაქტიდან“.[1] პარლამენტში ბეგლოანი არის სომხეთი-ლიეტუვის[2] და სომხურ-ბრიტანული მეგობრობის ჯგუფის წევრი.[3] 2019 წლის ნოემბრიდან არის „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომბლოის საპარლამენტო ასამბელის“ ვიცე-პრეზიდენტი.[4] არის საპარლამენტო ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი ალიანსის“ წევრი. 2021 წლის რიგგარაშე არჩევნების დროს კვლავ იქნა არჩეული სომხეთის ეროვნული კრების წევრად.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანუშ ბეგლოანი დაქორწინებულია. ჰყავს ორი შვილი.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 National Assembly of the Republic of Armenia. ციტირების თარიღი: 2021-08-09
  2. Delegation led by NA Speaker Ararat Mirzoyan leaves for Lithuania on an official visit (11 May 2021). ციტირების თარიღი: 9 August 2021
  3. Issues on development of Armenian-British relations discussed (3 December 2019). ციტირების თარიღი: 9 August 2021
  4. Armenian MP elected PABSEC Vice-President en. ციტირების თარიღი: 2021-08-09
  5. National Delegations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-07. ციტირების თარიღი: 2021-08-09