შინაარსზე გადასვლა

ანტონ ჩეხოვის ძეგლი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონ ჩეხოვის ძეგლი
Памятник А. П. Чехову
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ანატოლი სკნარინი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 2,5 მ
გახსნის თარიღი 28 იანვარი, 2010

ანტონ ჩეხოვის ძეგლი (რუს. Памятник А. П. Чехову) — ბრინჯაოს ძეგლი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი გაიხსნა მწერალ ანტონ პავლეს ძე ჩეხოვის დაბადებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით][1]. დონის როსტოვში ძეგლი დგას ჩეხოვისა და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე[2].

ანტონ პავლეს ძე ჩეხოვის ძეგლი დგას რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ქალაქში, კერძოდ: მოსკოვში, ტაგანროგში, სამხრეთ-სახალინსკში, კრასნოიარსკში, ტომსკში და ასევე რამდენიმე მცირე დასახლებულ პუნქტში[2]. 2010 წელს წამოაყენეს იდეა დონის როსტოვში ანტონ ჩეხოვის ძეგლის დადგმის შესახებ. ორგანიზებისათვის და იდეის ხორცშესასხმელად შეიქმნა სპეციალური კომისია და გაიმართა კონკურსი[3]. მისი შედეგების მიხედვით შეარჩიეს როსტოველი სკულპტორის, რუსეთის დამსახურებული მხატვრის, ანატოლი სკნარინის პროექტი. ავტორმა მწერლის გამოსახულება შექმნა საარქივო ფოტოების მოძიების შედეგად[1].

ძეგლის დასადგმელი ადგილი თავიდანვე არ იყო განსაზღვრული. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი: ტერიტორია ვაჭარ მაქსიმოვის სახლის მახლობლად სტანისლავსკისა და სემაშკოს ქუჩების გადაკვეთაზე. წიგნის სახლოს მახლობლად ბუდიონოვსკის პროსპექტზე და სახალხო ბიბლიოთეკის გვერდით პუშკინის ქუჩაზე. ასევე განიხილებოდა ვარიანტი, რომ მწერლის ძეგლი დაედგათ პუშკინისა და ჩეხოვის ქუჩების გადაკვეთაზე - რომელზეც კომისიამ შეაჩერა თავისი არჩევანი. ანტონ ჩეხოვის ძეგლის გახსნა გაიმართა 2010 წლის 28 იანვარს[1]. ძეგლი დამზადებულია ბრინჯაოსაგან, მისი სიმაღლეა 2,5 მეტრი[4].