ანტონ ვასილჩუკი
ანტონ ვასილჩუკი | |
---|---|
უკრ. Антін Климентійович Васиньчук | |
დაბადების თარიღი | 21 ნოემბერი, 1885 |
დაბადების ადგილი | ხელმი, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 13 მაისი, 1935 (49 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ხელმი, პოლონეთის მეორე რესპუბლიკა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია უკრაინის სახალხო რესპუბლიკა პოლონეთის მეორე რესპუბლიკა |
განათლება | ხოლმის სასულიერო სემინარია და კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე |
ანტონ ვასილჩუკი (ვასინჩუკი) (დ. 1885, ქ. ხოლმი, ახლანდ. ხელმი, პოლონეთი — გ. 13 მაისი, 1935, იქვე) — უკრაინელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. პავლო ვასილჩუკის ძმა. 1918–1919 წლებში მუშაობდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მთავრობაში მუშაობდა ხოლმშჩინის და პოდლიაშიეს უკრაინელთა რეპატრიაციის საკითხებზე რწმუნებულის თანამდებობაზე. მისი ინიციატივით 1919 წელს შეიქმნა დამხმარე კომიტეტი, რომელსაც 1922 წელს უკრაინის საქველმოქმედო საზოგადოება „Рідна Хата“ („მშობლიური სახლი“) ეწოდა. 1921–1928 წლებში ძმასთან ერთად ხოლმში გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთს „Наше життя“ („ჩვენი ცხოვრება“). 1922–1935 წლებში იყო ელჩი პოლონეთის სეიმში, სადაც ატარებდა უკრაინის ეროვნულ-დემოკრატიული გაერთიანების ხაზს; 1922–1928 წლებში იყო პოლონეთის სეიმში უკრაინული საპარლამენტო წარმომადგენლობის 1-ელი თავმჯდომარე, აქ შედიოდნენ ელჩები ხოლმშჩინიდან, პოდლიაშიედან, ვოლინიდან და პოლესიედან. იყო კოოპერატიული მოძრაობების ორგანიზატორი ხოლმშჩინაში.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Горний, М. М.. Васильчук (Васиньчук) Антон uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2005). ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022