ისაიას სამაკუვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისაიას ენრიკე ნგოლა სამაკუვა

ისაიას ენრიკე ნგოლა სამაკუვა (დ. 8 ივლისი, 1946, კუნჯი, ანგოლა) — ანგოლის პოლიტიკური მოღვაწე, პარლამენტის წევრი და უნიტას პრეზიდენტი. პარტიაში გაწევრიანდა 1974 წელს, ხოლო პრეზიდენტად აირჩიეს 2003 წელს, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ჟონას სავიმბი და პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ანტონიო დემბო. 1989-1994 და 1998-2002 წლებში იყო უნიტას ოფიციალური წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში.

2008 წლის 5-6 სექტემბრის არჩევნებში ისაიას სამაკუვა იყო საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, ამ არჩევნების შედეგად ეროვნულ ასამბლეაში უნიტამ მიიღო 16 ადგილი 220-დან[1] და სამაკუვა აირჩიეს დეპუტატად. 8 სექტემბერს მან აღიარა დამარცხება და ცნო არჩევნების შედეგები.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]