ანტისა ხვიჩავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტისა ხვიჩავა

ანტისა ხვიჩავა
დაბადების თარიღი 8 ივლისი, 1880
საჩინო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 7 ოქტომბერი, 2012
საჩინო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
დაკრძალულია საჩინო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მეჩაიე

ანტისა ხვიჩავა (დ. 8 ივლისი, 1880, საჩინო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, — გ. 7 ოქტომბერი, 2012, საჩინო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ქალი, რომელმაც 132 წელი იცხოვრა.[1] პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით, ანტისა ხვიჩავა 1880 წლის 8 ივლისს დაიბადა. ცხოვრობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად. მთელი ცხოვრება საქართველოში აქვს გატარებული.[2] 2011 წელს იგი ბიომეტრიული პასპორტისა და აიდი ბარათის მფლობელიც გახდა, რომელიც მას საჩუქრად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.[3] ანტისა ხვიჩავას 12 შვილიშვილი, 18 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილისშვილი ჰყავდა.[1] სოფლის მეურნეობაში 1965 წლამდე მუშაობდა,[1] ხოლო 85 წლის ასაკში პენსიაზე გავიდა.[4] იგი პლანეტის უხუცესი ადამიანის განხრით გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის კანდიდატი იყო. მინიჭებული აქვს ქალაქ წალენჯიხის საპატიო მოქალაქის წოდება.[5] ანტისა ხვიჩავა გარდაიცვალა 2012 წლის 7 ოქტომბერს, 132 წლის ასაკში. დაკრძალეს 7 ოქტომბერს მშობლიურ სოფელში. დაკრძალვას 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]