ანტითეზისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანტითეზისი (ბერძ. atithesis), პოეტური ფიგურა, სტილისტური ხერხი, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებით, ცნებებითა და სახეებით გამოხატავს სინამდვილეს. ენათესასვება შედარებას, კონტრასტს. ანტითეზისი ხელს უწყობს მეტყველების სიმახვილეს, მოხდენილობას, ლაკონურობას, აზრის სხარტად და ემოციურად გადმოცემას.

"ქატო იქა, ფქვილი აქა, ჭირი იქა, ლხინი აქა" - (ხალხური)


"შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი" - (ი. ჭავჭავაძე)

"ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ესა!" - (ა. წერეთელი)