შინაარსზე გადასვლა

ანკარის მეტროპოლიტენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანკარის მეტროპოლიტენის სქემა

ანკარის მეტროპოლიტენი (თურქ. Ankara Metrosu) — თურქეთის დედაქალაქ ანკარის მეტროსისტემა. დღევანდელი სწრაფი სატრანზიტო სისტემა შედგება ორი ხაზისგან, რომელთაც Ankaray და Ankara Metro ეწოდება, ამას გარდა არსებობს საგარეუბნო რკინიგზა. სამი დამატებითი ხაზი ამჟამად შენდება, დანარჩენები კი იგეგმება მომდევნო გაფართოებისას.

ქიზილას მეტროსადგური

ანკარის მეტროპოლიტენი 1997 წელს გაიხსნა ქალაქის ცენტრში და ქიზილაის უბნიდან ჩრდილო-დასავლეთით ბათიქენთის გარეუბნის მიმართულებით გადის. ხაზი 14.7 კმ (6.5 კმ მიწისქვეშ, 4.5 მიწისზევით, ხოლო დაჩენილი 3.7 კმ ესტაკადებზე) სიგრძისა და 12 სადგურისგან შედგება.

ანკარის მეტროპოლიტენი ტორონტოს მეტროპოლიტენის H6-ის მოდელის Bombardier-ის მოდიფიცირებულ ვაგონებს იყენებს. სისტემაში სულ 108 ვაგონია, 36 შემადგენლობად იყოფა თითო სამი ვაგონით. ხუთვაგონიანი შემადგენლობა პიკის საათებში გამოიყენება. ვაგონებში დასაჯდომები პლასტმასისგან არის დამზადებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]