ვასილ ანდღულაძე
(გადამისამართდა გვერდიდან ანდღულაძე, ვასილ)
ვასილ ალექსის ძე ანდღულაძე (დ. 28 ნოემბერი [ძვ. სტ. 15 ნოემბერი], 1898, ქ. ოზურგეთი — გ. 14 სექტემბერი, 1958, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1957).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1938–1958 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრას, 1938–1947 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრას. 1942-1943 წლებში იყო ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტების მთავარი თერაპევტ-ტოქსიკოლოგი. ანდღულაძე იკვლევდა ჰიპერტონიული დაავადების საკითხებს. შეადგინა სახელმძღვანელო „მომწამვლელი ნივთიერებებით დაზიანებათა პათოლოგია და თერაპია“ (1957).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 453.