ვასილ ანდღულაძე
იერსახე
| ვასილ ანდღულაძე | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 28 ნოემბერი, 1898[1] |
| გარდ. თარიღი | 14 სექტემბერი, 1958[1] (59 წლის) |
| საქმიანობა | ექიმი[1] |
ვასილ ალექსის ძე ანდღულაძე (დ. 28 ნოემბერი [ძვ. სტ. 15 ნოემბერი], 1898, ქ. ოზურგეთი — გ. 14 სექტემბერი, 1958, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1957).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1938–1958 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრას, 1938–1947 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრას. 1942-1943 წლებში იყო ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტების მთავარი თერაპევტ-ტოქსიკოლოგი. ანდღულაძე იკვლევდა ჰიპერტონიული დაავადების საკითხებს. შეადგინა სახელმძღვანელო „მომწამვლელი ნივთიერებებით დაზიანებათა პათოლოგია და თერაპია“ (1957).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 453.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.