ანდრიაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანდრიაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში, აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესიის ნაშთი ფერდობზეა გამართული და დიდი ნაწილი მიწაშია ჩადგმული. გარედან მხოლოდ აღმოსავლეთის კედელი შეინიშნება. ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა, ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული ტუფის ქვით კირ-დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აფსიდა ნახევარწრიულია და მხრით გამოყოფილი. ინტერიერში დევს ადრეშუა და სამცხე-ჯავახეთის გარდამავალი ხანისთვის მახასიათებელი ვარდულის სტილიზებური მედალიონის რელიეფულგამოსახულებიანი ქვა. ძლიერ დაზიანებულია. კედელში ჩატანებულია ბოლნური ჯვარის რელიეფური გამოსახულება. კედლები შემორჩენილია სანახევროდ. საყდრის გარშემო ჩანს კედლის ნანგრევები და ფილაქვებით ნაგები სამარხები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38188