ანდრე ასიმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანდრე ასიმანი
André Aciman Call Me By Your Name Press Conference Berlinale 2017 (cropped).jpg
დაბ. თარიღი 2 იანვარი 1951(1951-01-02) (68 წლის)
დაბ. ადგილი ალექსანდრია[1]
საქმიანობა მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალისტი და რომანისტი
ენა ინგლისური ენა[2]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი და ლემანის კოლეჯი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია და ლიტერატურული პრემია ლამბდა

ანდრე ასიმანი (ფრანგ. André Aciman; დ. 2 იანვარი, 1951, ეგვიპტე) — ამერიკელი მწერალი. დაიბადა და გაიზარდა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში. არის გამორჩეული პროფესორი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ცენტრში, სადაც ასწავლის ლიტერატურის თეორიის ისტორიასა და მარსელ პრუსტის შემოქმედებას[3].

ანდრე ასიმანი რამდენიმე რომანის ავტორია. მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს: „შენი სახელით მომმართე“ (2007 წლის ლამბდას ლიტერატურული პრემიის ლაურეატი[4] გეი მხატვრული ლიტერატურის კატეგორიაში) და გამოცემული მემუარები, რომელიც 1995 წელს „უაითინგის პრემიის“ ლაურეატი გახდა.

ასიმანი ასწავლიდა შემოქმედებით წერას ნიუ-იორკის უნივერსიტეტსა და ფრანგულ ლიტერატურას პრინსტონსა და ბარდ კოლეჯში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრე ასიმანი დაქორწინებულია სუზან ვივიოტზე. ჰყავს სამი ვაჟი: ალექსანდერი და ტყუპები: ფილიპი და მაიკლი.[5]. მისი მეუღლე, სუზანი, არის ვისკონსინის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ამჟამად ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის The Bridge აღმასრულებელი დირექტორია[6].

ასიმანი საკუთარ სექსუალობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ არის უფრო მეტად სექსუალურად ფლუიდური[7], ვიდრე – ჰეტეროსექსუალი ან ჰომოსექსუალი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1995 უაიტინგის პრემია (Whiting Awards)[8]
  • 2007 ლიტერატურული პრემია ლამბდა[4]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1995 — ეგვიპტის მიღმა (მემუარი) (Out of Egypt)
  • 2000 — ცრუ ქაღალდები: ესეები გადასახლებასა და მოგონებებზე (False papers: essays on exile and memory)
  • 2004 — პრუსტის პროექტი (The Proust Project)
  • 2007 — შენი სახელით მომმართე (რომანი) (Call Me by Your Name)
  • 2010 — რვა თეთრი ღამე (რომანი) (Eight White Nights)
  • 2011 — ალიბი: ესეები სხვაგვარობაზე (Alibis: Essays on Elsewhere)
  • 2013 — ჰარვარდის მოედანი (რომანი) (Harvard Square)
  • 2017 — ენიგმა ვარიაციები (რომანი) (Enigma Variations)
  • 2019 — მიპოვე მე (რომანი) (Find Me)

ესეები და მოკლე მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007 — ბატონო კალაშნიკოვ[9] (Monsieur Kalashnikov)
  • 2013 — ებინგდონის სკვერი (Abingdon Square)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #119374730 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. "André Aciman". City University of New York. Retrieved 18 August 2009.
  4. 4.0 4.1 20th Annual Lambda Literary Awards Winners and Finalists". Retrieved 1 January2017.
  5. https://www.out.com/out-exclusives/2017/12/07/call-me-your-name-author-film-they-all-deserve-oscars ნანახია 2018 წლის 27 აპრილს
  6. https://www.marketscreener.com/business-leaders/Susan-Wiviott-0D79Q6-E/biography/ ნანახია: 8.02.2019
  7. https://inews.co.uk/culture/andre-aciman-interview-call-me-by-your-name-enigma-variations/ ნანახია: 2.08.2019
  8. Whiting Awards პრემიის ლაურეატები
  9. „ბატონო კალაშნიკოვ“ The Paris Review, ნანახია: 2018 წლის 27 აპრილს