ანდრეას გრიფიუსი
ანდრეას გრიფიუსი | |
---|---|
![]() ანდრეას გრიფიუსი | |
დაბადების სახელი | ანდრეას გრაიფი |
დაბადების თარიღი |
11 ოქტომბერი 1616 გლოგაუ |
გარდაცვალების თარიღი |
16 ივლისი 1664 გლოგაუ |
ეროვნება | გერმანელი |
პროფესია |
პოეზია დრამატურგია |
ანდრეას გრიფიუსი (გერმ. Andreas Gryphius; დ. 11 ოქტომბერი, 1616 — გ. 16 ივლისი, 1664) — გერმანელი პოეტი და დრამატურგი. ბაროკოს წარმომადგენელი. 30-წლიანი ომის შედეგად გამოწვეული გულგატეხილობა და პესიმიზმია გადმოცემული მის სონეტებში, სატირებში, ოდებში, ეპიგრამებსა და ლათინურ ენაზე დაწერილ სასულიერო საგალობლებში. გრიფიუსის ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია სონეტი „სამშობლოს ცრემლები“ (1636), კომედიები „Absurda comica ანუ ბატონი პეტერ სკვენცი“ (1657), „გამიჯნურებული ვარდი“ (1660), „ჰორიბილიკრიბრიფაქსი“ (1663), ისტორიული ტრაგედიები „ლეო არმენიუსი ანუ თავადის მკვლელობა“ (1646), „კარდენიო და ცელინდე“ (დაახლოებით 1643, გამოქვეყნდა 1657), „მოკლული უდიდებულესობა ანუ კაროლუს სტუარდუსი“ (1649), საქართველოს თემაზე დაწერილი ხუთმოქმედებიანი გალექსილი ტრაგედია „ქართველი ქალი ეკატერინე, ანუ ნაცადი სიმტკიცე“ (1646-1648, გამოქვეყნდა (1657), სადაც აღწერილია ირანის წინააღმდეგ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ერთი ეპიზოდი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლაშქარაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 275.
- ხავთასი გ., ნარკვევები გერმანული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1 თბ., 1953;
- Бибичадзе А. А., Грифиус и его трагедия "Королева Грузии Катарина", Тб., 1950;
- Flemming W., A. Gryphius....Stuttg. — [u. a.], 1965 (имеется библ.);
- Szyrocki М., A. Gryphius... Tübingen, 1964 (აქვს ბიბლიოგრაფია).
- გერმანელი პოეტები
- გერმანელი დრამატურგები
- დაბადებული 11 ოქტომბერი
- დაბადებული 1616
- გარდაცვლილი 16 ივლისი
- გარდაცვლილი 1664
- უცხოელი ავტორები საქართველოსა და ქართველების შესახებ
- XVII საუკუნის გერმანელი პოეტები
- XVII საუკუნის გერმანელი დრამატურგები
- გერმანულენოვანი პოეტები
- გერმანელი მამაკაცი დრამატურგები
- გერმანელი მამაკაცი პოეტები