ანდორეთის ღვთისმშობლის ეკლესია
იერსახე
ანდორეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდორეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ძეგლის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და სხვადასხვა ზომის ფილაქნებით. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში სარკმელია გაჭრილი. სამხრეთით სწორკუთხა ნიშაა. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ჩრდილოეთი კედლის სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს, ხოლო დასავლეთისა და სამხრეთის 1-2 მეტრს. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის წირთხლები მორღვეულია. ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვაღორღით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 6