ანატოლი ლებედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანატოლი ლებედი
რუს. Анато́лий Вячесла́вович Ле́бедь

პოლკოვნიკი ანატოლი ლებედი
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1963
დაბადების ადგილი ვალგა, ესტონეთის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 აპრილი, 2012 (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რუსეთი
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკრუსეთის დროშა რუსეთი
ჯარის სახეობა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1981—1994, 1999—2012
წოდება რუსეთის სამხედრო ძალების გვარდიის პოლკოვნიკი
ნაწილი 45-ე ცალკეული გვარდიის სპეციალური დანიშნულების ბრიგადა
ბრძოლები/ომები ავღანეთის ომი (1979—1989)
იუგოსლავიის ომი
დაღესტნის ომი
ჩეჩნეთის მეორე ომი
რუსეთ-საქართველოს ომი (2008)
ჯილდოები

ანატოლი ვიაჩესლავის ძე ლებედი (რუს. Анато́лий Вячесла́вович Ле́бедь; დ. 10 მაისი, 1963, ვალგა, ესტონეთის სსრ, სსრკ — გ. 27 აპრილი, 2012, მოსკოვი, რუსეთი) — რუსეთის ფედერაციის 45-ე ცალკეული გვარდიის სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ოფიცერი, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების სპეციალური დანიშნულების ფორმირების გვარდიის პოლკოვნიკი, რუსეთის ფედერაციის გმირი (2005), IV ხარისხის წმინდა გიორგის ორდენის კავალერი (2008).

ბოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანატოლი ლებედი 1963 წლის 10 მაისს, დაიბადა ქალაქ ვალგაში, ესტონეთის სსრ, სსრკ. ანატოლის მამა, ვიაჩესლავ ლებედი, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. მსახურობდა სსრკ-ს ჩრდილოეთის ფლოტში, სტალინგრადის ბრძოლის პერიოდში — სსრკ-ს საზღვაო ქვეით ჯარში მსახურობდა[1]. სწორედ, მამამისის სამხედრო წარსულმა უბიძგა ანტოლი ლებედს ჯარში სამსახურის დაწყება.

კოხტლა-იავაში, № 11 პროფესიულ სასწავლებელში, ანატოლი აქტიურად ვარჯიშობდა პარაშუტით ხტომაში. № 11 პროფსასწავლებლის დამთავრებისას, ანატოლი ლებედმა 300 პარაშუტით ხტომა განახარციელა. მან ბორისოგელის ფრენის სკოლაში ვერ ჩააბარა, მაგრამ ლებედმა იხვესის მექანიკურ-სარემონტო ქარხანაში ზეინკალ–შემკეთებლად დაიწყო მუშაობა, საიდანაც 1981 წელს, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მან ფიცი დადო საჰაერო-სადესანტო ძალების 44-ე საწვრთნელ დივიზიაში, რომელიც განლაგებული იყო სოფელ გაიჟუნაიში, ლიტვის სსრ-ში. მსახურობდა რაზმის მეთაურად - 57-ე ცალკეულ საჰაერო სადესანტო-შემტევი ბრიგადის საბრძოლო მანქანების მეთაურად, სოფელ აქტოგაიში, ყაზახეთის სსრ-ს თალდიყორღანის ოლქში. 1986 წელს დაამთავრა ლომონოსოვის სამხერდრო ავიაციურ-ტექნიკური სასწავლებელი ლეიტენანტის წოდებით. ანატოლი ლებედი ბაიკალისპირეთის სამხედრო ოლქში, გამწესებულ იქნა 307-ე ვერტმფრენთა პოლკში, თუმცა მალევე გადაყვანილ იქნა თურქესტანის სამხედრო ოლქში, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში, ავღანეთის სპეციფიკურ კლიმატურ პიობებში სახედრო ამოცანების შესასრულებლად ამზადებდნენ. 1987 წლის 25 აპრილიდან ის ავღანეთის ომში მონაწილეობდა, მე-40 გაერთიანებული არმიის საჰაერო ძალების 239-ე ცალკეული ვერტმფრენის ასეულის შემადგენლობაში.

1994 წელს ის გადადგა და რეზერვში ირიცხებოდა, მუშაობდა მოსკოვის რეგიონში, ავღანეთის ვეტერანების ფონდში.

პოლკოვნიკი ა.ლებედევი, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალბის მეთაური ვ. შამანოვი, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ა. სერდიუკოვი

1995 წელს, ანატოლი ლებედი ბალკანეთში სერბების მხარდასაჭერად, საბრძოლვევად მოხალისედ წავიდა, თუმცა ცხოვრების ამ მონაკვეთზე ის არ საუბრობდა.

1999 წელს, კონტრტერორისტული ოპერაციის სახელით დაღესტნის ომში მონაწილეობდა. ის მილიციის გაერთიანებულ რაზმის შემადგენლობაში შევიდა. როდეაც სამხედრო მოქმედებებმა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა, ანატოლი ლებედი მოსკოვში დაბრუნდა და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი დადო, რომლის შემდეგ უფროსი ლეიტენანტის წოდებით, ისევ დაბრუნდა საომრად.

2008 წელს, მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომში აფხაზეთის მიმართულებით. იმ სამხედრო შენაერთის შემადგენლობაში იყო, რომელმაც ქალაქ ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზა ხელში ჩაიგდო და საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების კატარღები ჩაძირა. სამხედრო ამოცანის წარმატებულად შესრულებისთვის, IV ხარისხის წმინდა გიორგის ორდენის კავალერი გახდა.

დაღუპვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანატოლი ლებედის საფლავი პრეობრაჟენსკის სასაფალოზე, მოსკოვი, 2012

2012 წლის 27 აპრილს, ანატოლი ლებედი, მოსკოვში, სოკოლნიკის პარკის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა[2]. მან მოტოციკლზე მართვა დაკარგა და ბორდიურს დაეჯახა. მიღებული ტრამვებით ის ადგილზე გარდაიცვალა[3]. დაკრძალულია მოსკოვში, პრეობრაჟენსკის სასაფალოს გმირთა ხეივანზე[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]