ანატები
იერსახე
ანატები (ლათ. annatae < annus — „წელი“) — ერთდროული გადასახადი პაპის კურიის სასარგებლოდ.
იხდიდნენ ვაკანტური საეკლესიო ბენეფიციუმების დაკავებისას ეპისკოპოსები, აბატები და სხვა. ანატები შემოიღეს XIII-XIV საუკუნეებში და უდრიდა საეკლესიო ბენეფიციუმის წლიურ შემოსავალს. მოგვიანებით ანატების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში შემცირდა. ზოგიერთ კათოლიკურ ქვეყანაში (იტალია) ანატები დღესაც მოქმედებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 431.