ანაკონდა (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანაკონდა

„პალიტრა “-ს გამოცემა, 2012 წელი
ჟანრი მოკლე მოთხრობა
ავტორი ორასიო კიროგა
მშობლიური ენა ესპანური
დაწერის ადგილი ურუგვაი
გამოცემულია 1921
მედია ბეჭდური
გვერდი 30

ანაკონდა (ესპ. Anaconda) — ურუგვაელი მწერლის, ორასიო კიროგას 1921 წლის მოთხრობა.[1]

თემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ მოკლე მოთხრობის მთავარ არსს წარმოადგენს იდეა იმის შესახებ, თუ რა ზიანს აყენებს ადამიანი ბუნებას და რამდენად დიდ ზიზღს იწვევს მისი ამგვარი დამოკიდებულება ველურ ბუნებაში, რაც გამოწვეულია მათ მიერ ცხოველთა ბუნებასა და მათ ცხოვრებაში უკანონო შეჭრითა და დაქვემდებარების სურვილით. კიროგა ამ თემის ახსნას გველების გაპიროვნებით გვთავაზობს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტი იხსნება ლანსეოლადას, იარარას სახეობის გველის მიერ იმის შემჩნევით, რომ ტყის სიახლოვეს ეს-ესაა რაც ადამიანები დასახლდნენ, საკუთარი ცხენებითა და ძაღლითურთ. სიტუაციის განსამუხტავად, ის იძულებული ხდება, აცნობოს მთელ თავის სათვისტომოს მოსალოდნელი უბედურების შესახებ და ყოველ მათგანს კონგრესის მოწვევისკენ მოუწოდებს, რათა საერთო გადააზრებით გადაწყვიტოთ თავიანთი ბედი.

კონრესზე ერთ-ერთი იარარა, სახელად ნიაკანინა, წამოწევს წინადადებას იმის შესდახცებ, რომ საჭიროა ამ ბრძოლაში უშხამო, ე.წ. მახრჩობელა გველების ჩართვაც, ამას კი ის იმ არგუმენტით ასაბუთებს, რომ მათი დახმარებით ისინი უკეთესად შეძლებენ, ჩაუსაფრდნენ მტრის სახლს და მათ შესახებ ყველა სახის ინფორმაცია მოიპოვონ. კონგრესი, საბოლოოდ, ამ იდეას თანხმდება, რის შემდეგაც ნიაკანინა გადაწყვეტს, დასახმარებლად კრუსადას მიმართოს. დასაზვერად გამართულ კრუსადას შეიპყრობენ, რის შემდეგაც მას სპეციალურ გველთსაწყობში მოათავსებენ. აქ ის გაეცნობა უცხო წარმომავლობის მქონე სამეფო გველ კობრას, რომელიც ასევე დიდი უნდობლობით გამოირჩევა ადამიანების მიმართ. მალე, ისინი შეიმუშავებენ გეგმას, რომ ერთობლივად დაესხან თავს ლაბორატორიაში მომუშავე ერთ-ერთ თანამშრომელს – იმ სატყუარით, რომ კობრა ჰკბენს კრუსადს –, რაც წარმატებითაც განხორციელდება.

კრუსადა და ჰამადრიას (სწორედ ასე ერქვა იმ კობრას, რომელიც კრუსადამ გაიცნო) დაბრუნებამდე კი ქვაბულში კონგრესი კვლავაც გაჩაღებულიყო. ამჯერად, კონგრესს ანაკონდაც ესწრებოდა, რამაც დიდი ანტიპათია გამოიწვია დამსწრეთ შორის. ეს აიხსნება იმ ფაქტით, რომ ანაკონდა დღემდე ინარჩუნებდა ადამიანებისადმი ერთგულ დამოკიდებულებას. კრუსადას და ჰამადრიას დაბრუნების შემდეგ ხდება პატარა ინცინდენტი ჰამადრიასსა და ანაკონდას შორის, რაც საბოლოოდ მშვიდობიანად მთავრდება. გველთა ბრბოს უნდა გადაეწყვიტათ, რაზე მიეტანათ საბოლოო იერიში, რითაც შეძლებდნენ ადამიანთა გეგმების ჩაშლას (როგორც ისკვევა, მათი აქ დასახლება იმ მიზეზით იყო განპირობებული, რომ სურდათ ახლოში მყოფი ყველა გველის შხამი შრატის დასამზადებლად გამოეყენებინათ, რაც დიდ აგრესიას იწვევდა თავად ასპიტთა შორის) – დასხმოდნენ თავს ცხენებს, თუ იმ ერთადერთ ძაღლს, რომელიც ადამიანის სახლის ეზოში ნავარდობდა და რომელიც სპეციალურად გველების საწინააღმდეგოდ იყო გაწვრთნილი. საბოლოოდ, კონგრესმა პირველი წინადადება არჩია.

თავდასხმის ღამეს ისინი პირდაპირ შეიპარნენ თავლაში, რაც ლაბორატორიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეიტყო და დირექტორს გააგებინა. კულმინაციურ მომენტში იმართება ხელჩართული ბრძოლა ადამიანებსა და გველებს შორის, რომელშიც, იუხედავად მრავალი ნაჭრილობევისა, რომელიც დაბოიმ (ძაღლის სახელია) და ცხენებმა მიიღეს – გველები მაინც მარცხდებიან. სწორედ მაშინჯ იწყება გადამწყვეტი ბრძოლა ჰამადრიასა და საძულველ ანაკონდას შორის, რომელშიც ანაკონდა იმარჯვებს და რომელიც მხოლოდ ერთადერთ გადარჩენილ გველად დარჩება, რომელსაც ადამიანები სამკურნალოდ საავადმყოფოს გზას დააყენებენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.goodreads.com/book/show/658231.Anaconda