ანადირის ყურე
იერსახე
| ანადირის ყურე | |
|---|---|
| რუს. Анадырский залив | |
|
| |
| კოორდინატები | 64° ჩ. გ. 178° დ. გ. / 64° ჩ. გ. 178° დ. გ. |
| აუზი | ბერინგის ზღვა (წყნარი ოკეანე) |
| ქვეყნები |
|
| მაქსიმალური სიღრმე | 85 მ |
| სიგრძე | 250 კმ |
| სიგანე | 320 კმ |
| ჩამდინარე მდინარეები | ანადირი, ველიკაია, კანჩალანი |
ანადირის ყურე[1] (რუს. Анадырский залив) — ბერინგის ზღვის ყურე. მდებარეობს ჩუკოტკის ნახევარკუნძულის ნაპირებთან. ხმელეთში შეჭრილია 250 კმ-ით, სიგანე შესასვლელში დაახლ. 380 კმ, სიღრმე 85 მ-მდე. ანადირის ყურის წვერშია ჯვრის ყურე და ანადირის ლიმანი, რომელიც ონემენის ყურეში გადადის (მასში ჩაედინება მდ. ანადირი). წლის უდიდეს ნაწილში დაფარულია მცურავი ყინულით. მოქცევები ძირითადად ნახევარდღიურია (3 მ-მდე). ყურის ნაპირზეა ქალაქი და პორტი ანადირი.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ Анадырский залив // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 648.