ანაგის წმინდა მარიამის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანაგის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგაში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანაგის წმინდა მარიამის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, ნაშენია რიყის ქვითა და აგურით კირხსნარზე. გადახურულია კრამიტით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. კარის ღიობები სწორკუთხაა, რომელთა თავზე აგურით შეისრული თაღის დეკორატიული წყობაა გაკეთებული. ყველა კედელში თითო სარკმელია. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებზე სარკმლის ზემოთ აგურის ჩაწევით კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი და ორ-ორი რომბია გამოყვანილი. ეკლესიის დასავლეთ კიდეზე ფანჩატურის ტიპის აგურის სამრეკლოა დადგმული. დასავლეთიდან ეკლესიას აგურის ფილაქანი გასდევს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12793