ანაგვირილა
იერსახე
ანაგვირილა — ერთი, ორი ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები რთულყვავილოვანთა ოჯახის Tripleurospermum-ის და Chamaemelum-ის გვარისა.
Tripleurospermum-ის გვარის სახეობები გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გვხვდება 9 სახეობა, მათგან ენდემურია 3 (მაგ., კოლხური ანაგვირილა - Tripleurospermum colchicum). ჩვენში ანაგვირილა უმეტესად მაღალმთის სარტყელში იზრდება. ზოგი სახეობა კი - მთის ქვემო სარტყლისა და ბარში, ჩვეულებრივ - მდელოებზე, აგრეთვე ქვიან ადგილებში, კლდეებზე, მინდვრებში, გზის პირებზე და სხვა. ზოგი სახეობა საძოვრის მცენარეა.
ანაგვირილას თესლი 20% ზეთს შეიცავს, ცალკეული სახეობის ფოთლები კი - C ვიტამინს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია მ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 419-420.