ანაბრიტანიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანაბრიტანიკა (თურქ. AnaBritannica) — თურქულენოვანი ენციკლოპედია, რომლის გამოცემა 1986 წლის 5 ნოემბრიდან საგამომცემლო სახლმა ანამ დაიწყო.[1] ენციკლოპედიის გამოცემა ყოველკვირეულ პერიოდიკასთან ერთად 64 გვერდის ოდენობით იგეგმებოდა, საერთო ჯამში, 14 000 გვერდი უნდა მიეღოთ. ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგია ბრიტანიკას მიხედვით დაკომპლექტდა. გარეკანის დიზაინი ბიულენთ ერქმენს ეკუთვნის.

თურქული ენციკლოპედია „ბრიტანიკა მიკროპედიას“ ეფუძნება და დაახლოებით 120 000 სტატიასა და 20 000 ილუსტრაციას შეიცავს ბრიტანულ ენციკლოპედიასთან შეთანხმების საფუძველზე. თურქული გამოცემაში დაახლოებით 30 000 სტატიაა, რაც უშუალოდ აღმოსავლეთ სამყაროს ეხება. სწორედ ამ სტატიებზე დაყრდნობით განავრცო ინგლისურმა ბრიტანიკამ თავის წინა რედაქციებში ორიენტალისტური სტატიები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yüzde 80'i yenildendi ve 2004 model oldu. Vatan (5 ივნისი2012).