ამხერის გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამხერის გორა — არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ სამყურეში. აქ გამოვლენილია მტკვარ-არაქსის კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, გვიან ბრინჯაოს, ადრერკინის ხანის და ადრეული შუა საუკუნეების ნაშთები, ხოლო მთის თხემზე შემორჩენილია ფეოდალური ხანის ამხერის ციხის მართკუთხა ნაგებობის ნანგრევები. ასევე მნიშვნელოვანია აქ ქვის ხანის სადგომის არსებობაც. ამხერის გორის ფერდობსა და ძირში აკრეფილია ანდეზიტ-ბაზალტის ქვისაგან დამზადებული იარაღ-ანატკეცები. მთლიანად კომპლექსი 49 ერთეული ნაკეთობისაგან შედგება. აქედან ნაწილი იარაღია ნაწილი კი წარმოების ნაშთი. მათ შორის გვხვდება სხვადასხვა ზომის ნუკლეუსები, საჩეხი და საჭრელი იარაღები და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19987