საშუალო კვადრატული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მათემატიკაში და ფიზიკაში საშუალო კვადრატული მნიშვნელობა არის ცვალებადი სიდიდის სტატისტიკური მახასიათებელი. ეს ცნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ცვლადი სიდიდეების დასახასითებლად, რომელთა მნიშნელობა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, მაგალითად სინუსოიდალური რხევისთვის.

განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიმე დისკრეტული სიდიდის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა განიმარტება როგორც კვადრატული ფესვი ამ მნიშვნელობების კვადრატების საშუალო არითმეტიკულიდან. მნიშვნელობისათვის , საშუალო კვადრატული არის:

ანალოგიურ ფორმულას უწყვეტი ფუნქციისთვის რომელიც განსაზღვრულია რაიმე შუალედში არის

ხოლო უსასრულო ინტერვალზე უწყვეტი ფუნქციის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა არის

ტიპური ფუნქციების საშუალო კვადრატული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუნქცია განტოლება საშუალო კვადრატული
სინუსოიდალური ტალღა

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიმე ცვლადი სიდიდის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა ხშირად გამოიყენება ფიზიკაში.

საშუალო ელექტრული სიმძლავრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმძლავრე , რომელიც გამოიყოფა რაიმე წინაღობაზე მარტივად გამოითვლება თუ დენის ძალა მუდმივია. ასეთ შემთხვევაში

თუ დენი დროში ცვლადი ფუნქციაა , მაშინ ეს ფორმულა განზოგადებას საჭიროებს. თუ დენი დროის პერიოდული ფუნქციაა მაშინ საშუალო სიმძლავრე გამოითვლება ფორმულით

(სადაც აღნიშნავს ფუნქციის საშუალოს)
(R მუდმივია დროში)
(საშუალო კვადრატულის განსაზღვრებიდან)

ასე რომ საშუალო კვადრატული მნიშვნელობა რაიმე დენისა არის მუდმივი დენის ის მნიშვნელობა, რომელსაც იგივე საშუალო სიმძლავრე აქვს.

ტიპიურ შემთხვევაში, როდესაც დენი არის სინუსოიდალური ფუნქცია, საშუალო სიმძლავრე მარტივად გამოითვლება ზემოთ მოყვანილი განტოლებებიდან. გვაქვს

სადაც t არის დრო, ხოლო ω არის კუთხური სიხშირე (ω = 2π/T, სადაც T არის ტალღის პერიოდი).

ვინაიდან არის დადებითი მუდმივი სიდიდე:

ტრიგონომეტრიული იგივობების გამოყენებით მივიღებთ:

მაგრამ ვინაიდან ინტეგრების ინტერვალი მოიცავს რხევის ციკლების მთელ რაოდენობას შემცველი წევრები გაბათილდება და გვექნება:

საშუალო კვადრატული სიჩქარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიზიკაში საშუალო კვადრატული სიჩქარე განიმარტება როგორც აირის მოლეკულების სიჩქარეების საშუალო კვადრატული მნიშვნელობა. თუ აირი აღიწერება მაქსველის განაწილებით, მაშინ გვაქვს:

სადაც არის აირის უნივერსალური მუდმივა (8.314 /(მოლ·კ)), არის აირის ტემპერატურა კელვინებში, ხოლო არის აირის მოლური მასა კილოგრამებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]