ამნიონიანები
იერსახე
| ამნიონიანები | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||
| Amniota | |||||||||||
| |||||||||||
ამნიონიანები (ლათ. Amniota) — უმაღლესი ხერხემლიანი ცხოველები, რომლებსაც განვითარების ადრეულ სტადიებში უჩნდებათ განსაკუთრებული ჩანასახოვანი გარსი — ამნიონი (აქედან ჯგუფის სახელწოდება). ამნიონიანებს ეკუთვნიან ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები. უამნიონებისაგან (მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები) განსხვავებით, რომელთა ემბრიონული განვითარება წყალში მიმდინარეობს, ამნიონიანები ხმელეთზე განვითარებას არიან შეგუებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 400.