ამიერკავკასიის საბჭოების IV ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიერკავკასიის საბჭოების IV ყრილობა (59 აპრილი, 1927, თბილისი) — ამიერკავკასიის საბჭოების რიგით მეოთხე ყრილობა. ესწრებოდა 655 დელეგატი, მათ შორის: კომუნისტი — 525, უპარტიო — 130; ეროვნული შემადგენლობა: აზერბაიჯანელი — 155, ქართველი — 194, სომეხი — 155, რუსი — 90, აფხაზი — 8, ოსი — 8 და სხვა — 45.

დღის წესრიგი:

  • მოხსენებები სსრ კავშირის მთავრობის მოღვაწეობის (ი. რუძუტაკი), ასფსრ მთავრობის მოღვაწეობის (მ. ორახელაშვილი) შესახებ;
  • მოხსენებები:
    • გზატკეცილებისა და საჭაპანო გზების (შ. ელიავა),
    • ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო კრედიტის (ა. ჩხენკელი),
    • ასფსრ 1926-27 სახელმწიფო ბიუჯეტის (მ. ჰუსეინოვი) შესახებ;
  • საკონსტიციიო საკითხები;
  • ამიერკავკასიის სფსრ-ის ცაკის არჩევნები;
  • სსრ კავშირის საბჭოების IV ყრილობის დელეგატთა არჩევნები.

ყრილობამ მოიწონა სსრ კავშირის მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკა და ასფსრ მთავრობის მოღვაწეობა; აღნიშნა წარმატებები ხალხთა შორის ეროვნული მშვიდობიანობის და მუშათა კლასისა და გლეხობის კავშირის განმტკიცების საქმეში, სოციალისტური ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის გატარებასა და მშრომელთა მატერიალურ-კულტურული დონის ამაღლებაში; დაევალა სათანადო ორგანოებს გზატკეცილებისა და საჭაპანო გზების კეთილმოწყობა, საგზაო მშენებლობისათვის ასიგნებათა გადიდება და საგზაო მშენებლობაში მოსახელობისა და სამეურნეო ორგანიზაციების ფართო ჩაბმა.

ამიერკავკასიის რეპუბლიკების სოფლის მეურნეობის აღდგენა-განვითარებაში დიდი როლი ეთმობოდა სასოფლო-სამეურნეო კრედიტს და ყრილობამ მიუთითა სასოფლო-სამეურნეო ბანკებისა და სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო ამხანაგობათა მუშაობაში არსებულ ცალკეულ ნაკლულოვანებზე, დასახა მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებები.

ყრილობამ დაამტკიცა ასფსრ-ის 1926-27 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი, სწორედ მიიჩნია, რომ ბიუჯეტში მთავარი ადგილი სამრეწველო ხარჯებს ეჭირა, ამასთან ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად დასახა ასიგნებათა გადიდება სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციისა და სახელმწიფო განათლების საქმის გაუმჯობესებისათვის; აუცილებლად მიიჩნია სახელმწიფო აპარატის შემდგომი გამარტივება და გაიაფება; რედაქციული ხასიათის ცვლილებები შეიტანა ასფსრ-ის კონსტიტუციის ზოგიერთ მუხლში.

ყრილობამ აირჩია ასფსრ-ის ცაკი (257 წევრი და 143 კანდიდატი) და სსრ კავშირის საბჭოების IV ყრილობის დელეგატები.

ამიერკავკასიის ცაკის სესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ გაიმართა ამიერკავკასიის IV მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ოთხი სესია:

  • ამიერკავკასიის ცაკის IV მოწვევის პირველი სესია — 9.4.1927, თბილისი;
  • ამიერკავკასიის ცაკის IV მოწვევის მეორე სესია — , თბილისი;
  • ამიერკავკასიის ცაკის IV მოწვევის მესამე სესია — 13 - 17.3.1928, ბაქო;
  • ამიერკავკასიის ცაკის IV მოწვევის მეოთხე სესია — 29.10 - 1.11.1928, თბილისი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 387-388.
  • Четвертый Закавказский съезд Советов рабочих, крестьянских, красноармейских и матросских депутатов : Стенографический отчет. - Тифлис : ЗакЦИК, 1927;
  • Постановление четвертого Закавказского съезда Советов рабочих, крестьянских, красноармейских и матросских депутатов о системе с.-х. кредита в ЗСФСР, Тифлис, 1927

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]