ამიერკავკასიის საბჭოების III ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიერკავკასიის საბჭოების III ყრილობა (1014 აპრილი, 1925, თბილისი) — ამიერკავკასიის საბჭოების რიგით მესამე ყრილობა. ესწრებოდა 583 დელეგატი, მათ შორის: კომუნისტი — 485, უპარტიო — 98; ეროვნული შემადგენლობა: აზერბაიჯანელი — 145, ქართველი — 189, სომეხი — 144, რუსი — 60 და სხვა — 45.

დღის წესრიგი:

  • ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის ანგარიში (მ. ორახელაშვილი);
  • მოხსენებები:
    • 1925 წლის სასოფლო-სამეურნეო გადასახადი (მ. ჰუსეინოვი),
    • ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო ბანკი და სასოფლო-სამეურნეო კრედიტის სისტემა (ა. ჩხენკელი),
    • წითელი არმია (მ. ფრუნზე და ა. კორკი);
  • ამიერკავკასიის სფსრ-ის კონსტიტუციის დამტკიცება (ა. შავერდოვი);
  • ამიერკავკასიის სფსრ-ის ცაკის არჩევნები;
  • სსრ კავშირის საბჭოების III ყრილობის დელეგატთა არჩევნები.

ყრილობამ მოიწონა ასფსრ-ის მთავრობის მოღვაწეობა საანგარიშო პერიოდში.სათანადო ორგანოებს დაევალა გაეთვალისწინებინათ ამიერკავკასიაში სტიქიური უბედურების შედეგები და შეემცირებინათ 1925-1926 წლების სასოფლო-სამეურნეო გადასახადის ოდენობა. ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო ბანკს და სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობებს უნდა უზრუნველეყოთ სასოფლო-სამეურნეო კრედიტის დანიშნულებისამებრ გამოყენება და კლასობრივი პრინციპების საფუძველზე განაწილება.

ყრილობამ დაამტკიცა ასფსრ-ის კონსტიტუციის ახალი ტექსტი, რომელიც ითვალისწინებდა ასფსრ-ის პირველი კონსტიტუციის მიღების (1922 წლის 13 დეკემბერი) შემდეგ ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. დასახა ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებები.

ყრილობამ აირჩია ასფსრ-ის ცაკი (210 წევრი და 117 კანდიდატი) და სსრ კავშირის საბჭოების III ყრილობის დელეგატები.

ამიერკავკასიის ცაკის სესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ გაიმართა ამიერკავკასიის III მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სამი სესია:

  • ამიერკავკასიის ცაკის III მოწვევის პირველი სესია — 15.4.1925, თბილისი[1];
  • ამიერკავკასიის ცაკის III მოწვევის მეორე სესია — 25 - 29.1.1926, ერევანი[2][3][4][5][6][7];
  • ამიერკავკასიის ცაკის III მოწვევის მესამე სესია — 10 - 14.12.1926, თბილისი[8][9][10][11].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 387.
  • Третий Закавказский съезд Советов., Стенографический отчет, Тифлис, 1925

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]