ამიანე მარცელინუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამიანუს მარცელინუსი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამიანე მარცელინუსი
დაბ. თარიღი 330[1]
დაბ. ადგილი ანტიოქია[2][3]
გარდ. თარიღი 395[3]
გარდ. ადგილი რომი[4]
საქმიანობა ისტორიკოსი[3], მწერალი[5], ჯარისკაცი[3] და არამხატვრული მწერალი
მოქალაქეობა ძველი რომი[3]
Magnum opus რომაული ისტორია
Ammianus Marcellinus ვიკისაწყობში

ამიანე მარცელინუსი (ლათ. Ammianus Marcellinus; დაიბადა მიახლობით 330, სირიის ანტიოქიაში, რომის იმპერიაში395 წ. შემდეგ, ალბათ, რომი) — ძველი რომაელი ისტორიკოსი. მონაწილეობდა რომი-სპარსეთის ომებში IV საუკუნის შუა ხანებში, ასევე მსახურობდა იმპერიის დასავლეთ ნაწილში. წარმოშობით იყო სირიელი ბერძენი, მიუხედავად ამისა მისი ერთადერთი ნაწარმოები, «ქმედებანი», დაწერა ლათინურ ენაზე. ისტორიული შრომების შემონახული ნაწილები (წიგნები XIV—XXXI) მოიცავს პერიოდს 353 წ.—378 წლებს, საეროდ თხრობა იწყებოდა იმპერატორ ნერვის მართველობიდან (96 წ. ახ.წ.ა.). ამიან მარცელინის მოიხსენიებენ როგორც «რომის უკანასკნელ დიდ ისტორიკოსს».

ანტიკური ხანის ავტორების მსგავსად, ამიანე მარცელინუსმა თავის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია დატოვა, რომელიც მოცემულია მის ნაწარმოებში. სხვა წყაროები საიდანაც შეიძლება მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ რაღაც ინფორმაციის მიღება წარმოადგენს მისი ორი თანამედროვის წერილი — ცნობილი ბერძენი რიტორი ლიბანი[6] და რომის საზოგადო მოღვაწე და ორატორი კვინტი ავრელი სიმახი[7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Record #118502581 // Integrated Authority File შემოწმებული ოქტომბერი 14 2015:
  2. Record #118502581 // Integrated Authority File შემოწმებული დეკემბერი 11 2014:
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Record #118886885 // general catalog of BnF
  4. Record #118502581 // Integrated Authority File შემოწმებული დეკემბერი 31 2014:
  5. https://muse.jhu.edu/journals/american_journal_of_philology/v121/121.4tatum.html
  6. ლიბანი. ერ. 1063.
  7. სიმახი. ერ. IX. 110