ამერიკული შიშველი ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამერიკული შიშველი ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა აშშ
თვისებები
წონა 2.5-12 კგ.
სიმაღლე 18-45 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ამერიკული შიშველი ტერიერი (ინგლ. American Hairless Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია აშშ-ში 1972 წელს.

1972 წელს რეტ ტერიერს, რომელიც უილი და ედვინ სკოტებს ეკუთვნოდა, დაბადა უბალნო ლეკვი ჯჯოზეფინა. შემდგომში ჯო ასევე უბალნო ლეკვებს შობდა, სწორედ მათ დაუდეს სათავე ახალ ჯიშს. გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ ბალნის არარსებობის განმაპირობებელი გენი, რეცესიულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ორი უბალნო ძაღლის შეჯვარებისას ყოველთვის უბალნო ლეკვები დაიბადებიან. ამერიკული შიშველი ტერიერი ტიპური ტერიერია, თუმცა სრულიად უბალნო. ეს არის ენერგიული, მხიარული და სიცოცხლისმოყვარული პატარა ძაღლი, რომელიც რაღაცით შვლის ნუკრს გავს. ახალშობილი ლეკვის სხეული დაფარულია პატარა ბუმბულივით ბეწვით, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ის ქრება (ჯერ ცხვირის არეში). დაახლოებით რვაკვირიან ასაკში ქრება ყველა თმა (ულვაშებისა და წარბების გარდა).

ბალნის არარსებობის გამო ძაღლის კანი შეიძლება ადვილად დაზიანდეს, ან მიიღოს მზის დამწვრობა. კანზე არსებული ბუნებრივი პიგმენტური ლაქები მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ მუქდება, ასაკის მატებასთან ერთად ლაქების ზომა იზრდება. ამერიკული შიშველი ტერიერის შეფერილობა მრავალნაირია, აქვს გლუვი კანი, რომელიც ძირითადად ვარდისფერია. თავზე ბალანი არ აქვს და გამოკვეთილად ჩანს კანის ნაოჭები. უბალნო თავთან შედარებით ყურები ძალიან დიდი ჩანს, აქვს ლამაზი კისერი, გრძელი და სწორი ფეხები. მრგვალ, თვალებს დაკვირვებული გამოხედვა ახასიათებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]