რეტ ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რეტ ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა აშშ
თვისებები
წონა 4.5–11.3 კგ.
სიმაღლე 25–46 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

რეტ ტერიერი (ინგლ. Rat Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია აშშ-ში 1890-იან წლებში.

პატარა, მაგრამ მამაცი რეტ ტერიერი მიიღეს ინგლისში გლუვბალნიანი ფოქსტერიერის, მანჩესტერული ტერიერის და უიპეტის შეჯვარებით. როდესაც ისინი ამერიკაში აღმოჩნდნენ, შეაჯვარეს ბიგლთან და გრეიჰაუნდთან. შედეგად გაჩნდა უფრო რბილი ხასიათის, თუმცა ძლიერი სამონადირეო ინსტინქტების მონე ძაღლი. ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ამ ჯიშს სახელი დაერვა თეოდორ რუზველტის საყვარელი ძაღლის პატივსაცემად. აშშ და დიდ ბრიტანეთში უბრალო ხალხის საყვარელი გართობა ოდითგანვე იყო ვირთხის ჭერა. "სპორტის" ამ სახეობისთვის სპეციალურად გამოჰყავდათ ძლიერი ტერიერები,ძლიერ გამოხატული კბენის სურვილით. როდესაც ინგლისელი ვირთხისმჭერი ტერიერები ამერიკაში ჩავიდნენ, მათი ზომები გაადიდეს და მათი გამოყენება დაიწყეს ციყვზე, ენოტზე და ირემზე სანადიროდაც კი.

ამერიკული რეტ ტერიერი ზეენერგიული დაუღალავი ძაღლია "ადრენალინის დიდი მარაგით". უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ჯიშის მინიატურული სახეობა ბინაში საცხოვრებლად იდეალურია, თუმცა, მსხვილ სახეობებს სუფთა ჰაერზე ინტენსიური ვარჯიში სჭირდებათ. წარმოიდგინეთ ჯეკ რასელ ტერიერი "კვადრატში" და დაახლოებით მიიღებთ წარმოდგენას რეტ ტერიერის ხასიათზე. რეტ ტერიერს აქვს მსხლისებრი თავი, დაკუნთული უკანა ფეხები ძლიერი თეძოებით. ბალნის შეფერილობა მრავალნაირია. ის კარგად ეგუება სიცივეს და სიცხეს. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: