ამერიკული ტოი ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამერიკული ტოი ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა აშშ
თვისებები
წონა 2-3 კგ.
სიმაღლე 24,5-25,5 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ამერიკული ტოი ტერიერი (ინგლ. Toy Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია აშშ_ში 1930_იან წლებში.

ეს ჯიში მიიღეს დაბალტანიანი გლუვბალნიანი ფოქსტერიერების, ინგლისური ტოი ტერიერებისა და ჩიხუახუას შეჯვარებით, ოფიციალური აღიარება მიიღო 1936 წელს. ციცქნა და ერთი შეხედვით ძალიან ნაზი ამერიკული ტოი ტერიერი სინამდვილეში ისეთივე ძლიერი, ამტანი და ჟინიანი ძაღლია, როგორც მისი ერთ-ერთი წინაპარი ფოქსტერიერი. ცოცხალი, საზრიანი და ჯიუტი ეს ძაღლი თავს ერთნაირად კარგად გრძნობს როგორც აგარაკზე, ასევე ქალაქის ბინაში. პირველივე შესაძლებლობისთანავე ის უკეთებს დემონსტრაციას თავის ვირთხის ჭერის თვისებებს, თუმცა უფრო ხშირად ოჯახის წევრად გვევლინება, რომელიც თავისი ენერგიული და გამოუცნობი ქცევით პატრონების და მათი სტუმრების ღიმილს იწვევს.

ამერიკულმა ტოიმ კარგად აჩვენა თავი ყრუ ადამიანების კომპანიონადაც - ის ადვილად სწავლობს როგორ უნდა მიაქციოს პატრონის ყურადღება ხმაურის წყაროზე (მაგალითად, ტელეფონზე). ტოის აქვს დიდი, სამკუთხა ყურები, ძალიან დიდი, მრგვალი, მუქი თვალები. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი თეთრით, სამფერი (შავი, ჟღალი, თეთრი), შავი თეთრით. ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ის კარგად ეგუება სიცხეს, კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: