ამელია ერჰარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამელია მერი ერჰარტი
Amelia Earhart 1935.jpg
დაბადების თარიღი 1897 წლის 24 ივლისი
ატჩისონი, კანზასი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 1937 წლის 2 ივლისი
წყნარი ოკეანე
პროფესია პილოტი , მწერალი, ჟურნალისტი
მეუღლე(ები) ჯორჯ პალმერ პუტმანი
მშობლები მამა: ედვინ ერჰარტი
დედა: ემი ოტისი
საიტი http://ameliaearhart.com/
ხელმოწერა Amelia Earhart (signature).png

ამელია მერი ერჰარტი (ინგლ. Amelia Mary Earhart, 1897 წლის 24 ივნისი - 1937 წლის 2 ივნისი, გარდაცვლილად გამოცხადდა 1939 წლის 5 იანვარს) - ავიაპიონერი[1], მფრინავი. პირველი ქალი, რომელმაც დამოუკიდებლად გადაიფრინა ატლანტის ოკეანის თავზე,[2] Distinguished Flying Cross ჯილდოს მფლობელი.[3] რამოდენიმე წიგნი-ბესთსელერის ავტორი საკუთარი ფრენების შესახებ.

დიდი როლი შეასრულა ფორმირებაში და არჩეული იქნა პრეზიდენტად ქალი მფრინავების ორგანიზაციისა სახელწოდებით "ოთხოცდაცხრამეტი" (ინგლ. Ninety-Nines: International Organization of Women Pilots; აგრეთვე 99s).[4] 1935 წლიდან მოწვეული იქნა პურდუის უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტის პროფესორად. ამელია ერჰარტი ცდილობდა ქალების მოზიდვას ავიაციის სფეროში და ურჩევდა მათ აერჩიათ პროფესიად. ასევე იყო ქალების ნაციონალური პარტიის წევრი და "თანაბარი უფლებების შესწორების" მიღების ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი.[5][6]

1937 წელს ორძრავიანი მსუბუქი თვითმფინავით - Lockheed Model 10 Electra დედამიწის გარშემო ფრენის მცდელობის დროს, რომელიც დაფინანსებული იყო პურდუის უნივერსიტეტის მიერ, ერჰარტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში ჰოულენდის კუნძულის რაიონში. მისი ცხოვრება და კარიერა დღემდე ისტორიკოსების ყურადღების ცენტრშია და მისი გაუჩინარების საიდუმლო ჯერ კიდევ არ არის გახსნილი.[7]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამელია ერჰარტი ბავშვობაში

ამელია მერი ერჰარტი დაიბადა 24 ივლისს, 1897 წელს კანზასის შტატის ქალაქ ატჩისონში ადვოკატ ედვინ ერჰარტის ოჯახში. ედვინის მეუღლე ემი ადგილობრივი მოსამართლის ქალიშვილი იყო. ამელია ოჯახის ყველაზე უფროსი ქალიშვილი იყო.

ადრეული ასაკიდანვე ერჰარტის დებს ჰქონდათ ინტერესების, მეგობრებისათვის დროის დათმობისა და გართობის სფეროს არჩევის თავისუფლება. ამელია ერჰარტს ინტერესთა საკმაოდ ფართო “წრე” გააჩნდა –ჯირითობდა, ცურავდა, თამაშობდა ჩოგბურთს, ასევე საკმაოდ კარგი მსროლელიც იყო. მან კითხვა ოთხი წლის ასაკში ისწავლა და ადრეული ასაკიდანვე შეიწოვა მრავალფეროვანი ლიტერატურა, მაგრამ განსაკუთრებით მას იზიდავდა წიგნები დიდი აღმოჩენებისა და თავგადასავლების შესახებ. ამელია ერჰარტმა თვითმფრინავს თვალი პირველად 10 წლის ასაკში შეავლო,თუმცა არ დაინტერესებულა. წლების შემდეგ ეს ფაქტი ასე გაიხსენა: “დავინახე რაღაც საგანი დამზადებული ჟანგიანი მეტალითა და ხით, საკმაოდ უინტერესო სანახაობა იყო”.

დროთა განმავლობაში ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ედვინ ერჰარტს გაუჩნდა ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, რამაც ნაწილობრივ დაუნგრია ადვოკატის კარიერა. ახალი სამსახურის ძიებაში ერჰარტები მომთაბარე ცხოვრებას შეუდგნენ და მცირე პერიოდის მანძილზე რამდენიმე შტატში სცადეს ბედი - ჯერ დე-მოინში (აიოვა), შემდეგ სენტ-პოლში (მინესოტა). ყოველივე კი დასრულდა იმით, რომ საბოლოოდ ამელია ერჰარტის დედამ ემიმ ხელი მოჰკიდა შვილებს და საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა. ამავე წელს მან მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო ფული. 1916 წლის შემოდგომაზე ამ თანხებით დედამ ამელია გაუშვა პენსილვანიის ელიტურ კოლეჯში Ogontz School.

1917 წელს შობის დღესასწაულზე ამელია ერჰარტი ტორონტოს ეწვია. ქალაქის ერთ–ერთ ქუჩაზე მდებარე ჰოსპიტალთან კი მან იხილა პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე დაჭრილი ჯარისკაცები, ყოველივე ამან მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადაწყიტა მოხალისედ ჩაწერილიყო და მედდის საქმეში თავისი წვლილი შეეტანა. ამელია ერჰარტმა ჰოსპიტალში უდიდესი გამოცდილება მიიღო და მისი ყურადღება მედიცინისაკენ იქნა მიმართული, თუმცა ჰოსპიტალის სიახლოვეს იყო სამხედრო აეროპორტი და რამდენიმე ავიაშოუზე დასწრების შემდეგ ამელია ერჰარტი ავიაციით დაინტერესდა, რამაც შემდგომ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება.

საავიაციო კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წლისათვის ის უკვე სრულიად იყო შეპყრობილი "ავიამანიით” და საბოლოო გადაწვეტილებაც მიიღო – ეხმარა ყველა ღონე, რათა ესწავლა თვითმფრინავის მართვა. ამისათვის მან მიმართა იმ დროისათვის ცნობილ ქალ პილოტ ანიტა ნეტა სნუკს.[8] ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო, თუმცა ამელია რეტჰარტი ყველა ღონეს ხმარობდა სათანადო თანხის მოპოვებისათის. სწავლება მიმდინარეობდა ბიპლან Curtiss JN-4 Jenny-ს საშუალებით. ნეტა სნუკი მოსწავლის ალღოთ კმაყოფილი იყო, თუმცა მალევე გამოჩნდა ამელიას ავანტიურიზმი, რომელიც სხვადასხვა საჰაერო ტრიუკების ელემენტებს შეიცავდა – ცდები ელექტროკაბელებს შორის მანევრირებისა, ეს კი ნეტა სნუკის უარყოფით რეაქციას იწვევდა.

1922 წლის 22 ოქტომბერს ამელია ერჰარტმა დაამყარა პირველი მსოფლიო რეკორდი, რომელიც დღემდე განუმეორებელი რჩება მანდილოსან პილოტთათვის - ის თავისი ბიპლანის საშუალებით 14 000 ფუნტ (დაახლოებით 4300 მეტრ) სიმაღლეზე ავიდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ამელია ერჰარტის შემდგომი პოპულარობა. იმ წლებში საზოგადოების ინტერესი ავიაციის მიმართ ძალიან დიდი იყო და კალიფორნიის აეროდრომებზე ხშირად ტარდებოდა საჰაერო შოუები იმიტირებული საჰაერო ბრძოლებით, სხვადასხვა სარისკო ტრიუკებით და აერობატტიკის ხელოვნებაში. წლის ბოლოს ამელია გახდა საჰაერო როდოების აღიარებული ვარსკვლავი, მისი სახელით უფრო და უფრო ხშირად იწყებდნენ საავიაციო პრესას. 1923 წლის 16 მაისს ამელია ერჰარტმა მიიღო საერთაშორისო ავიაციის ფედერაციის ლიცენზია და გახდა მე-16 ქალი ლიცენზირებული მფრინავი.

ამელია ერჰარტმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და პატივისცემა ადგილობრივ საავიაციო წრეებში არა მარტო იმიტომ, რომ იგი კარგად დაფრინა, არამედ ასევე ის ტექნიკურ საქმიანობასაც არ უგულებელყოფდა, ეხმარებოდა მექანიკოსებს აეროპორტში თვითმფრინავებისა და თვითმფრინავების ძრავების შენარჩუნებასა და შეკეთებაში.

1928 წლის ტრანსატლანტიკური რეისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც 1927 წელს ჩარლზ ლინდბერგმა ატლანტიკის ოკეანეს გადაუფრინა, ინგლისში მდიდარმა ამერიკელმა ქალბატონმა ემი გესტმაც გამოთქვა ინტერესი, გამხდარიყო პირველი ქალი, რომელიც ატლანტიკის ოკეანეს გადაუფრენდა. ის ფიქრობდა,რომ ამ ფაქტით ხაზს გაუსმევდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის მეგობრობას. მალევე შეიქმნა გესტის იდეის რეალობაში განმახორციელებელი კომიტეტი.მას ხელმძღვანელობდა და ასპონსორებდა ნიუ იორკელი ჯორჯ პუტმანი.ფრენა უნდა განხორციელებულიყო სამძრავიანი თვითმფრინავის Fokker F VII-ის საშუალებით (შეარქვეს "Friendship", "მეგობრობა").

როდესაც ემი გესტის ნათესავებმა შეიტყვეს სარისკო რეისის შესახებ, ემი გესტმა მშობლების დაჟინებული თხოვნას ანგარიში გაუწია და უარი თქვა გაფრენაზე, თუმცა ის მალევე შეუდგა თავისი შემცვლელის ძებნას. შემცვლელს შემდეგი პირობები უნდა დაეკმაყოფილებინა: უნდა ყოფილიყო სიმპატიური გარეგნობის ამერიკელი მანდილოსანი, რომელსაც შეეძლო თვითმფრინავის მართვა. მცირე ძიების შემდეგ რეკომენდაციის სახის განცხადება გააკეთა ადმირალმა რ. ბელკნაპმა,რომელიც საკმაოდ კარგად იცნობდა ავიაციას. ადმირალი რეკომენდაციას ამელია ერტჰარდს უწევდა. ამ დროისათვის ამელია ბოსტონში იმყოფებოდა და ამ შეთავაზებაზე მაშინვე თანხმობა განაცხადა.

1928 წლის 17 ივნისს ნიუფაუნდლენდიდან სტარტი აიღო თვითმფრინავმა, სადაც სამი ადამიანი იმყოფებოდა: ამელია ერჰარდი, პილოტი უილიამ სტულცი და ბორტმექანიკოსი ლუ გორდონი. 20 საათსა და 40 წუთიანი ფრენის შემდეგ Fokker -მა გადალახა ატლანტიკის ოკეანე და დაეშვა უელსის ტერიტორიაზე ქალაქ ბერი–პორტში (უელსი), თუმცა ამ ფრენამ ამელია ერჰარდს იმედები გაუცრუა, რადგან მთელი ეს დრო მან მგზავრის ამპლუაში გაატარა, დაშვების შემდეგ ამელიამ რეპორტიორებს განუცხადა: “მე წამომიღეს, როგორც კარტოფილით სავსე ტომარა”. როგორც ხედავთ ამელია ამ რეისის დროს უკანა პლანზე დარჩა, თუმცა მისდამი ყურადღება მაინც უფრო მაღალ ნიშნულ აღწევდა, ვიდრე რეისის დანარჩენ მონაწილეებისა. მოცემული ტრანსატლანტიკურ რეისის შესახებ ამელიამ წიგნი დაწერა, სახელად “”20 საათი და 40 წუთი” და ჯორჯ პუტმანის მეუღლეს მიუძღვნა.

ერჰარტმა შეძენილი დიდება პლაცდარმად გამოიყენა თავისი შეხედულებებისა და იდეების აქტიური პოპულარიზაციისთვის, კერძოდ, ქალთა თანასწორობისთვის ბრძოლისა და ტრადიციულ "მამრობითი" პროფესიების, განსაკუთრებით საავიაციო საქმიანობის აქტიური მონაწილეობისთვის. მოკლე დროში მან პრესაში გამოაქვეყნა მრავალი სტატია საავიაციო განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ, ამავე თემაზე წაიკითხა საჯარო ლექციები ქვეყნის მრავალ ქალაქში.

1929 წელს მან შეიძინა მსუბუქი სატრანსპორტო თვითმფრინავი “Lockheed Vega”,რომელიც საკმაოდ მძლავრ საფრენ აპარატს წარმოადგენდა და რეკორდების გაუმჯობესების ალბათობა მკვეთრად იზრდებოდა.

1929 წლის აგვისტოში ერჰარტმა მონაწილეობა მიიღო კალიფორნია - ოჰაიოს პირველ ქალთა საჰაერო რბოლაში, თუმცა მოხდა უბედური შემთხვევა, პილოტ რუთ ნიკოლსის თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა, ამის შემხედვარე ამელიამ მიატოვა თავისი თვითმფრინავი და ნიკოლსი გამოიყვანა ალმოდებული აპარატიდან. მან მაშველის ფუნქციაც საკმაოდ მაღალ დონეზე შეასრულა. როდესაც ექიმები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მან გააგრძელა რბოლა და მესამე ადგილი დაიკავა.

1929 წლის ნოემბერში ამელიამ კალიფორნიის ცაზე “ვეგას” საცდელი მოდელით(ძრავა 425 ცხ.ძ.) განახორციელა ფრენა და დაამყარა ახალი სარეკორდო მაჩვენებელი – 197 მილი საათში (წინა რეკორდი იყო 156 მილი საათში).

1929 წელს მან მიიღო აშშ-ს აერონავტიკის ეროვნული ასოციაციის ყველაზე პრესტიჟული და "პროფესიონალური" ტრანსპორტირების ლიცენზია, ჩააბარა გამოცდა სამგზავრო Ford Trimotor-ზე.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წლის დასაწყისში ამელია ერჰარტმა მიიღო მისი "პრესის აგენტის" და ბიზნეს პარტნიორის ჯორჯ პუტნამის ქორწინების შეთავაზება მიიღო, რომელიც ამ დროს გაშორდა თავის პირველ ცოლს. განსაკუთრებული მშვიდი და ოჯახის მსგავსი ქორწინების ცერემონია გაიმართა 1931 წლის 7 თებერვალს, პუტნამის დედის პატარა სახლში კონექტიკუტში; არცერთ რეპორტიორს არ მისცეს მასზე უფლება და ორი დღის შემდეგ ახალდაქორწინებულები დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას. მეგობრებისა და ნათესავების უმეტესობის აზრით, მათი ქორწინება წარმატებული და ორგანიზებული იყო თანაბარი პარტნიორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე. ამასთან, უცხო ჟურნალისტების ნაწილი აღწერს ოჯახს, როგორც "ქორწინების მოხერხებულობას". ეს ვერსია უარყოფილ იქნა 2002 წელს, როდესაც ერჰარტისა და პუტნამის პირადი მიმოწერა გადაეცა პურდუეს უნივერსიტეტის მუზეუმის განყოფილებაში (ინდიანა).

კარიერის ზენიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წლის გაზაფხულზე ერჰარტი გახდა პირველი ქალი მფრინავი, რომელმაც მთელი შეერთებული შტატები პიტკერნის PCA-2 ჯიროპლანით გადალახა; ფრენის წმინდა დრო იყო 150 საათი, 76 საწვავის ჩამოსხმა (საჭიროა დაახლოებით ყოველ 2 საათი). ამავდროულად, მთელი მარშრუტი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ არც ერთი ავარიით არ აღინიშნა.

1932 წლის 10 ივლისს - ევროპიდან დაბრუნებიდან მალევე,  ერჰარტმა განახლებულ Vega– ში სცადა ქალთა სიჩქარის რეკორდი, რომელიც მან დაადგინა მისი მეგობრისა და კონკურენტის რუთ ნიკოლსის მიერ ტრანსკონტინენტურ მარშრუტზე. იგი ლოს-ანჯელესში დაიწყო, მაგრამ საწვავის სისტემაში არსებულმა პრობლემებმა აიძულა დაუგეგმავად დაეშვა კოლუმბუსში, ოჰაიოში, რამაც მისი მარშრუტის დრო 19 საათსა და 14 წუთამდე გაზარდა; ფრენის ”წმინდა” დრო იყო 17 საათი 59 წუთი.

1932 წლის მაისში ამელია ერჰარტი ისევ დაუბრუნდა ტრანსატლანტიკური რეისი თემას, როცა ესტუმრა ნიუფაუნდლენდს და თავისი “Lockheed Vega”_ს საშუალებით 15 საათიანი ფრენის შემდეგ უკან მოიტოვა ატლანტიკის ოკეანის ცა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე დაეშვა.

ბოლო ფრენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს გარშემო ფრენა დაიწყო 1937 წლის 17 მარტს. ფრენის დროს ერჰარტს თან ახლდა ჰარი მენინგი და ფრედერინ ნუნანი. პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამასთან, ფრენის მეორე ეტაპზე ჰავაიდან დაწყებისას, ასაფრენმა აპარატმა ვერ გაუძლო საწვავით გადატვირთულ თვითმფრინავს. თვითმფრინავმა მიიღო ძალიან სერიოზული ზიანი. ამის მიუხედავად, წარმოუდგენელი იღბალით, აფეთქება არ მომხდარა.

მისი მეორე მცდელობა დაიწყო 1937 წლის 20 მაისს. ამ დროს მას მხოლოდ ერთი ნავიგატორი - ფრედ ნუნანი ახლდა. ამინდის შეცვლის გამო ერჰარტმა შეცვალა ფრენის გეგმა და ფრენა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ უნდა განეხორციელებინა.

გარკვეული რეისის გავლის შემდეგ, 1937 წელს 2 ივლისს ამელია და ფრედ ნუნანი აფრინდნენ ახალი გვინეის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლაიდან და გაემართნენ პატარა კუნძულ ჰოულენდისკენ, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. ამ კუნძულზე საწვავის შევსება უნდა მომხდარიყო.

ფრენის ეს ეტაპი ყველაზე გრძელი და საშიში იყო, ვინაიდან კუნძული ოდნავ იფარებოდა წყლით და მისი პოვნა 1930-იანი სანავიგაციო ტექნოლოგიისთვის რთული ამოცანა იყო. პრეზიდენტ რუზველტის ბრძანებით აღნიშნულ კუნძულზე აშენდა ასაფრენი ბილიკი სპეციალურად ერჰარტის ფრენისათვის. აქ თვითმფრინავს ოფიციალური პირები და პრესის წარმომადგენლები ელოდნენ, ხოლო სანაპირო ზოლზე იყო საპატრულო გემი "იტასკა", რომელიც პერიოდულად ინარჩუნებდა რადიოკავშირებს თვითმფრინავთან და უშვებდა კვამლის სიგნალს.

გემიდან თვითმფინავის პილოტის ხმა კარგად ისმოდა, თუმცა ერჰარტი მათ კითხვებზე არ პასუხობდა. მან მხოლოდ თქვა, რომ მათ მხარეში იყო, მათ კუნძული ვერ ნახეს, ხოლო ბენზინი ცოტა იყო დარჩენილი. ერჰარტის ბოლო შეტყობინება იყო "ჩვენ ხაზზე ვართ 157-337 ... ვიმეორებ ... ვიმეორებ ... ჩვენ ხაზის გასწვრივ ვმოძრაობთ".

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Morey 1995, p. 11
  2. Pearce 1988, p. 95.
  3. Goldstein and Dillon 1997, pp. 111, 112
  4. a b Lovell 1989, p. 152.
  5. «Timeline: Equal Rights Amendment, Phase One: 1921—1972.» feminism101.com. Retrieved: June 4, 2012.
  6. Francis, Roberta W. «The History Behind the Equal Rights Amendment.» equalrightsamendment.org. Retrieved: June 4, 2012.
  7. Lartey, Jamiles. Newly discovered photo reignites Amelia Earhart conspiracy theory, The Guardian (5 July 2017)
  8. Neta Snook Southern // Wikipedia. — 2020-04-16.