ამარასის მონასტერი
ამარასის მონასტერი (სომხ. Ամարաս վանք) — სომხური მონასტერი, რომელიც მდებარეობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სოფელ სოსის მახლობლად, მართუნი პროვინციაში (აზერბაიჯანის მიერ დე იურედ აღიარებული ხოჯავენდის რაიონი) მდებარეობს. ამარასის მონასტერი შუა საუკუნეებში სომხეთის მოწინავე რელიგიური და საგანმანათლებლო ცენტრი იყო.[1][2]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შუა საუკუნეების ჟამთააღმწერლების, ფავსტოს ბუზანდისა და მოვსეს კალანკატვაცის აზრით, ამარასის მონასტერი IV საუკუნის დასაწყისში წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა ააგო.[3][4] ამარასის მონასტერში დაკრძალეს წმ. გრიგოლ განმანათლებლის შვილიშვილი წმ. გრიგორისი (გ. 338 წელს). სამარხი დღემდე შემორჩენილია წმ. გრიგორისის XIX საუკუნის აფისიდის ქვეშ.V საუკუნეის დასაწყისში სომხური ანბანის გამომგონებელმა, მესროპ მაშტოცმა ამარასის მონასტერში დამწერლობის შემსწავლელი პირველი სკოლა დააარსა.[5][6]
XIII საუკუნეში ამარასის მონასტერი მონღოლებმა გაძარცვეს, 1387 წელს კი თემურ-ლენგის შემოჭრის დროს გაანადგურეს. ტაძარი კიდევ ერთხელ XVI საუკუნეში გაანადგურეს. ტაძარი XVII საუკუნის მეორე მეოთხედში განაახლეს, როდესაც ტაძრის დამცავი კედლებიც ააშენეს. მოგვიანებით ამარასის მონასტერი გააუქმეს და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ტაძარი რუსეთის იმპერიის ჯარის სასაზღვრო ციხესიმაგრედ აქციეს.
1848 წელს სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ ტაძარი დაიბრუნა. სამხედრო ოკუპაციის დროს ტაძრის ნაწილი დაეზიანებინათ, რის გამოც ძველი ტაძრის ადგილას ახლის აგება გახდა საჭირო. ახალი ტაძარი წმ. გრიგორისის სახელზე 1858 წელს ააშენეს. მშენებლობის ხარჯები ქალაქ შუშაში მცხოვრებმა სომხებმა გაიღეს. სამნავიანი ბაზილიკა თეთრი ქვისგანაა აშენებული და დღემდე ფუნქციონირებს.
საბჭოთა კავშირის ხანაში მონასტერი გაუქმებული იყო.
წმინდა გრიგორისის სამარხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა გრიგორისი თავდაპირველად წმინდა გრიგორისის ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილის ბოლოში იყო დაკრძალული. 489 წელს ვაჩაგან III პიუსმა, კავკასიის ალბანეთის მეფემ, ამარასის ტაძარი აღადგინა და წმ. გრიგორისის ნაშთებისთვის ახალი სამლოცველო ააგო.
წმ. გრიგორისის ტაძრის ქვეშ არის სამარხი, რომელთან მისვლას დასავლეთის ბოლოდან საფეხუროვანი კიბით არის შესაძლებელი. აღმოსავლეთ ნაწილის ბოლოში დალუქული გასასვლელი მიუთითებს, რომ თავდაპირველად სამარხამდე შესასვლელი აღმოსავლეთითაც არსებობდა. სამარხი ოთახის სიგრძე 3.75 მეტრი, სიგანე - 1.9 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3.5 მეტრია. სტრუქტურის ზედა ნახევარი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო მიწის ზემოთ 1.5 მ მეტრის სიმაღლეზე, თუმცა ამჟამად მთლიანად მიწისქვეშაა. სამარხი X საუკუნით თრიღდება.[7]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Amaras Monastery, official site
- 3D Model დაარქივებული 2012-08-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Khatcherian, Hrair. Artsakh: A Photographic Journey. Eastern Prelacy of the Armenian Apostolic Church of America, 1997, p. 6. OCLC 37785365
- ↑ Hasratyan, M. M. (1975). „Ամարասի ճարտարապետական համալիրը [Architectural complex of Amaras]“. Lraber Hasarakakan Gitutyunneri (სომხური) (5): 35–52. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-30. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
- ↑ Pavstos Byuzand. Armenian History. Yerevan. 1987. page 17
- ↑ Movses Kaghankatvatsi. History of Aluank. Book I. Chapter XIV.
- ↑ Viviano, Frank. "The Rebirth of Armenia", National Geographic Magazine, March 2004
- ↑ John Noble, Michael Kohn, Danielle Systermans. Georgia, Armenia and Azerbaijan. Lonely Planet; 3 edition (May 1, 2008), p. 307
- ↑ M. Hasratyan, "Amaras", Yerevan 1990.