ალ-ღაზალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-ღაზალი
არაბ. أبو حامد محمد بن محمد الغزالي
Al-Ghazali.png
დაბ. თარიღი 1058[1] [2] ან 1056[3]
დაბ. ადგილი ტუსი[4] [5]
გარდ. თარიღი 19 დეკემბერი, 1111
გარდ. ადგილი ტუსი[4]
დასაფლავებულია მეშჰედი
მოქალაქეობა სელჩუკთა სახელმწიფო
საქმიანობა Islamic philosophy, თეოლოგია, სუფიზმი, Ilm al-Kalam და Islamic ethics
მუშაობის ადგილი Al-Nizamiyya of Baghdad
განთქმული მოსწავლეები აბუ ბაქრ იბნ ალ-არაბი

აბუ ჰამიდ მუჰამად იბნ მუჰამად ალ-ღაზალი (არაბ. ابو حامد محمد بن محمد الغزالى; დ. 1058, ტუსი, ირანი — გ. 19 დეკემბერი 1111, ტუსი) — არაბულენოვანი თეოლოგი და ფილოსოფოსი. სუფიზმის უდიდესი წარმომადგენელი და თეორეტიკოსი. წარმოშობით სპარსელი. განათლება ნიშაბურსა და ბაღდადში მიიღო. მუსლიმანური სამართლის მასწავლებელი იყო. მის თხზულებებს შორის მნიშვნელოვანია „ფილოსოფოსთა არათანამიმდევრობა“, „ფილოსოფოსთა დებულებები“, „რელიგიის მეცნიერებათა გაცოცხლება“. ალ-ღაზალს მიაჩნია, რომ ღმერთი — საწყისი რეალურად არსებული ჭეშმარიტებაა და მისი წვდომა ასკეტიზმის გზით განწმენდილი ადამიანისათვის შესაძლებელია ინტუიციის საშუალებით. იგი ამტკიცებს, რომ მოვლენათა შორის აუცილებელი მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არსებობს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ გონით თანაწარუვალობაზე ზემდგომი ინტუიციით არამიწიერ მოვლენათა ურთიერთობის აღქმაც ხერხდება. ალ-ღაზალის იდეებმა გავლენა მოახდინა სხვადასხვა მუსლიმანურ ფილოსოფიაზე, შუა საუკუნეების ებრაულ ფილოსოფიასა და ევროპულ მისტიკურ სწავლებაზე.

ალ-ღაზალის თეიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა არაბი მოაზროვნე იბნ რუშდი. აღმოსავლური მისტიციზმის, სუფიზმის მეშვეობით ალ-ღაზალიმ განაახლა და განამტკიცა ისლამის ორთოდოქსალური მოძღვრება, ამიტომ იგი ცნობილია როგორც „რელიგიის გამაცოცხლებელი“, „მეორე მაჰმად წინასწარმეტყველი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კილაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 581.
  • კილაძე ნ., ალ-ღაზალი და მისი „თაჰაფუთ ალ-ფალასიფა“. თბ., 1970.
  • Петрушевский И. П., Ислам в Иране в 7—15 вв., Л., 1966;
  • Wensinck A. J., La pensée de Ghazãli, P., 1940;
  • Smith М. М., Al-Ghazālī, the Mystic..., L., 1945;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Али-заде А. Газали Мухаммад // Исламский энциклопедический словарьМосква: Ансар, 2007. — ISBN 978-5-98443-025-8
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. https://archive.org/details/frank-griffel-al-ghazalis-philosophical-theology — გვ. 23–25.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Iranica / N. Sims-Williams, A. Ashraf, H. Borjian et al. — USA: Columbia University, 1982. — ISSN 2330-4804
  5. AA.VV. Encyclopaedia of Islam, Encyclopédie de l’Islam — 1991. — Vol. 2. — P. 1038.